იან ვერმეერი – “ახალგაზრდა ქალი წყლის დოქით”
“ახალგაზრდა ქალი წყლის დოქით” - წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის,”საყოფაცხოვრებო”და “პორტრეტული” ჟანრის ოსტატის - იან ვერმეერის (1632-1675 წლები),მიერ შექმნილ შესანიშნავ სურათს,დახატულს ზეთით ტილოზე 1660-1662 წლებში.სურათის ზომებია: სიმაღლე 45,7 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე 40,6 სანტიმეტრი.აღნიშნული ტილო განეკუთვნება იმ პერიოდს,როდესაც ვერმეერი “აქსონომეტრიიდან” გადავიდა “გეომეტრიული” სიზუსტის სისტემაზე.ამავე დროს დაიწყო სურათებზე ერთი ფიგურის გამოსახვა და განსაკუთრებული ხაზგასმა “სინათლის გამოსახულებისა” (როგორც ეს ამ ტილოზეა გამოსახული.ასეთივე ფორმის სურათები ვერმეერის შემოქმედებას,შემდგომ წლებში თან სდევდა).1887 წელს,მას შემდეგ რაც ვერმეერი ცოცხალი აღარ იყო – “ახალგაზრდა ქალი წყლის გრაფინით”,შეისყიდა ამერიკელმა კოლექციონერმა – ჰენრი ჰურდონ მარკვანდმა,”პარიზის ეროვნული გალერეიდან”,სულ რაღაც 800 დოლარათ. (ავტორი გენია.ჯი) როდესაც მან ტილო ამერიკაში ჩაიტანა,აღმოჩნდა,რომ აღნიშნული სურათი პირველი ნამუშევარი გახლდათ იან ვერმეერის შემოქმედებიდან,რომელმაც ამერიკაში “ჩააღწია”.აღსანიშნავია,რომ მარკვანდმა ეს შედევრი,სხვა უნიკალურ შედევრებთან ერთად უსახსოვრა,მსოფლიოში ცნობილ ნიუ-იორკის “მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმს” და იგი დღემდე იქ არის დაცული. (ავტორი გენია.ჯი)