იცით თუ არა,რომ
1. მას შემდეგ,რაც ლავრენტი ბერიას,აღელვებულმა დემეტრაძემ მოახსენა დიდებული ქართველი პოეტის – პაოლო იაშვილის თვითმკვლელობის ამბავი,განაცხადა: “შენ რას ღელავ აგრე,მოიკლა და მოიკლა.რა მოხდა ასეთიო!
2. უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი და მოაზროვნე – კონფუცი,თავდაპირველად მენახირე იყო,ხოლო სემდგომ სამართლის მინისტრი. (ავტორი გენია.ჯი)
3. ანტიკურ ხანაში გარდაცვლილთა აუგად მოხსენიება,პირველად დიდმა ძველბერძენმა კანონმდებელმა,ათენის მმართველმა და მოაზროვნემ – სოლონმა (ძვ.წ.აღ-ით 635-559 წლები) აკრძალა.
4. “პოლიანდრია” – გახლავთ ქორწინების ფორმა,რომლის დროსაც ქალს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ქმარი ჰყავდეს.
5. ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეული პრეზიდენტი – აბრაამ ლინკოლნი,სანამ პრეზიდენტი გახდებოდა,ერთ-ერთ საუკეთესო ადვოკატატ მიიჩნეოდა ილინოისის შტატში და როგორც ცნობილია,მას თავის ადვოკატ კოლეგებთან ერთად 5000-მდე საქმეზე აქვს ნამუშევარი.
6. XIX საუკუნეში რუსეთში,იმ შემოქმედებს,რომლებიც მხატვრულ ლიტერატურას ქმნიდნენ – “მთხვზელებს” უწოდებდნენ.მწერლებად კი იმათ მიიჩნევდნენ,ვინც სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურის ავტორები და ჟურნალისტები იყვნენ.
7. დანიის მეფემ – ერიკ IV პლოვპერინგმა (1216-1250 წლები),რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,გადასახადი დაუწესა მოსახლეობას,არც მეტი და არც ნაკლები – “გუთანზე”,რამაც სოფლის მოსახლეობის დიდი გულისწყრომა მოჰყვა.სწორედ ამ გადასახადის დაწესების შედეგად შეარქვა მას დანიის მოსახლეობამ – “გუთნის გროში”. (ავტორი გენია.ჯი)
8. ბიბლიის მიხედვით ჩვ. წ.აღ-მდე 2348 წლის 28 ივლისს – ნოემ პირველად გააღო მის მიერვე აგებული კიდობანი და გაუშვა მტრედი ხმელეთის აღმოსაჩენად.
9. ადოლფ ჰიტლერის გახმაურებული წიგნი – “ჩემი ბრძოლა” (Mein Kampf),პირველად საჯაროდ გამოიცა 1925 წლის 18 ივლისს.
10. პირველად ფრანგული ენა საფრანგეთის ოფიციალურ ენად გამოცხადდა 1539 წლის 10 აგვისტოს და ამის ინიციატორი გახლდათ საფრანგეთის მეფე ფრანსუა I. (ავტორი გენია.ჯი)