გიგა ლორთქიფანიძე – “თენგიზ არჩვაძის” შესახებ წერდა…
დიდი ქართველი კინორეჟისორი და თბილისის საპატიო მოქალაქე - გიგა ლორთქიფანიძე (1927-3013 წლები),რომელმაც გენიალური ქართველი კლასიკოსის ჭაბუა ამირეჯიბის ბრწყინვალე რომანის “დათა თუთაშხია”-ს (დაიწერა 1973-1975 წლებში) მიხედვით 1978 წელს გადაიღო ნამდვილი “კინო-შედევრი”,ასევე დიდებული მსახიობის თენგიზ არჩვაძის შესახებ წერდა:
“ერთხელ მკითხეს,ზარანდიას უარყოფითი გმირის როლზე თენგიზ არჩვაძე რატომ შეარჩიე და არა სხვა მსახიობიო.ჯერ ერთი თენგიზი ჩემი უსაყვარლესი მსახიობია-მეთქი და, მეორეც,თუ ზარანდია არ იქნებოდა თუთაშხიას ღირსეული მეტოქე,პიროვნება,დაჯილდოვებული უამრავი საინტერესო თვისებით,ფილმი არ შედგებოდა.მუშნი არ არის,უბრალოდ,უარყოფითი გმირი.ამიტომ უნდა მიმეცა ეს როლი და მივეცი კიდეც ყველაზე მომხიბლავ მამაკაცს”.
P.S. ნამდვილად შესანიშნავად აღნიშნა ქართველმა ხელოვნებათმცოდნე ეთერ წეროძემ: “რომ არ ყოფილიყო მუშნი ზარანდია,არ იქნებოდა “დათა თუთაშხია”.