“ლეგიზმი” – (ლეგალიზმი)
“ლეგიზმი” - ინგლისურად “Legalism”,წარმოადგენდა ფილოსოფიურ სკოლას ჩინეთში,ჩჟანგოს ეპოქაში ძვ.წ.აღ-ით V საუკუნესა და ძვ.წ.აღ-ით 221 წლებში.აღნიშნულ სკოლას მოიხსენიებდნენ ასევე,სახელით: “კანონის დამცველთა სკოლა”.მის უმთავრესს პრინციპებს შეადგენდა “თანაბარუფლებიანობა” ნებისმიერი ადამიანისა – “კანონის” და “ზეციური ვაჟის” წინაშე. (ავტორი გენია.ჯი) ამასთანავე იგი თავისთავში გულისხმობდა იდეას,იმისას,რომ “ტიტულები და პრივილეგიები” ადამიანებს მინიჭებოდათ არა დაბადებისთანავე (მაგალითად “წარჩინებული გვარის შვილები),არამედ მათი დამსახურებებიდან გამომდინარე და შესაბამისად ნებისმიერ ადამიანს (გარდა საიმპერატორო ოჯახის წევრებისა),თავისი ღვაწლის მიხედვით მიეღწია “პირველი მინისტრის” თანამდებობამდე.”ლეგისტებმა” და საერთოდ “ლეგიზმმა” აღიარება მოიპოვა მას შემდეგ,რაც თავად მოვიდა ხელისუფლებაში – ცისა და ცინის ძველჩინურ სამთავროებში. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ აღნიშნულ რეგიონებში მათ შემოიღეს სასტიკი კანონები და დასჯები,კანონის დამრღვევთა წინააღმდეგ.”ლეგიზმის” ფილოსოფიის ფართოდ გავრცელების წინმსწრებად და მის პირველ “თვალსაჩინო” წარმომადგენლად მიჩნეულია,უდიდესი ჩინელი მოაზროვნე და პოლიტიკოსი – გუან ჩჟუი (ძვ.წ.აღ-ით 720-645 წლები).”ლეგიზმი” იყოფა “ადრინდელ და გვიანდელ” პერიოდებად.გვიანდელმა “ლეგისტებმა”,კერძოდ: შან იანმა (ძვ.წ.აღ-ით 390-338 წლები),ლეგიზმს “მორალური” შეხედულებები დაუმატა და დაუახლოვა იგი “კონფუციანიზმსა” და “დაოსიზმს”.აღნიშნული ფილოსოფიური სკოლის თვალსაჩინო და გავლენიანი წარმომადგენლები სხვადასხვა ეპოქებში გახლდათ: ვეი ლიაო-ცზი,ლი სი,შან ბუხაი და სხვა ფილოსოფოსები. (ავტორი გენია.ჯი)
“ლეგიზმის” ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი – გუან ჩჟუი