“ჰუგო გროტიუსის უკანასკნელი სიტყვები”…
ერთ-ერთი უდიდესი ნიდერლანდელი იურისტი და სახელმწიფო მოხელე -ჰუგო გროტიუსი (1583-1645 წლები),რომელიც გარდა ზემოთჩამოთვლილი პროფესიებისა,ასევე გახლდათ შესანიშნავი ფილოსოფოსი,ქრისტიანი აპოლოგეტი,დრამატურგი და პოეტი.იგი გამოირჩეოდა დიდი ინტელექტით და მიჩნეულია თანამედროვე “საერთაშორისო სამართლის” ერთ-ერთ ფუძემდებლადაც.ჰუგო 1645 წელს იმყოფებოდა სტოკჰოლმში (შვედეთი),საიდანაც დაბრუნების შემდეგ მისმა ხომალდმა “ბალტიის ზღვაში” განიცადა კატასტროფა და იგი გამორიყულ იქნა გერმანიის ქალაქ როსტოკის ახლო მდებარე სანაპიროზე. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული მოვლენა მისი სიცოცხლისათვის გამოუსწორებელი შედეგით დასრულდა და ტკივილებით გატანჯულმა,მიუხედავად იმისა,რომ იგი დიდი ინტელექტით და ერუდიციით გამოირჩეოდა,სიკვდილის წინ განაცხადა:
“ვაცნობიერებდი რა ბევრ რამეს,ვიცოდი რა ბევრი რამ,ამ ქვეყნიდან ისე მივდივარ,რომ მაინც ვერაფერს ვერ მივაღწიე”. (ავტორი გენია.ჯი)