ალპაკა
ალპაკა - გახლავთ შინაური ძუძუმწოვარი ცხოველი აქლემისებრთა ოჯახისა და იგი წარმოადგენს ჰუანაკანოს მოშინაურებულ რასას.მათი გავრცელების ძირითადი არეალი,სამხრეთ ამერიკის სარტყელია,ძირითადად მაღალმთიანი რეგიონი “ანდების მთებისა” და დღესდღეობით სხვადასხვა მონაცემებით მათი 3 მილიონი ეგზემპლარია გავცელებული ბუნებაში,უმეტესი ნაწილი კი პერუში ბინადრობს.ისინი ამ რეგიონში გვხვდებიან 3500-5000 მეტრს სიმაღლეებზე,ზღვის დონიდან. (ავტორი გენია.ჯი) პერუს გარდა გავრცელებული არიან ეკვადორში,ჩილეს ჩრდილოეთში და ბოლივიის დასავლეთში.”ალპაკას” მოშინაურება სათავეს ჯერ კიდევ 6000 წლის წინ იღებს,მაშინ როდესაც ისინი ადგილობრივმა ინდიელებმა საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენეს,კერძოდ: შესანიშნავი მატყლის გამოისობით,რომლითაც თბილ ქურქებს,საბნებსა და ტანისამოსს კერავდნენ.მისი სიმაღლე არაუმეტეს ერთი მეტრია,წონით 70 კილოგრამამდეა,ხოლო კუდის სიგრძე 15-20 სანტიმეტრია.ალპაკას გამოსახულებები გამოყენებული იყო ისეთი დიდი კულტურის ხალხის შემოქმედებაში,როგორებიც გახლდათ მოჩიკას ხალხი. (ავტორი გენია.ჯი) 1553 წელს,ევროპაში ჯერ კიდევ უცნობი ცხოველის შესახებ ინფორმაცია,ესპანელმა სასულიერო პირმა და ისტორიკოს-გეოგრაფმა პედრო სესა დე ლეონმა შემოგვინახა,მის მიერვე დაწერილ უმნიშვნელოვანეს ნაშრომში: “პერუს ქრონიკები”.თავდაპირველად ალპაკას სპეციალისტები “ლამას” სახეობად მიიჩნევდნენ,თუმცა 2001 წელს მას “აქლემისებრთა” კლასიფიკაცია მიანიჭეს.სულ ბუნებაში მისი ორი სახეობა გვხვდება: “სური” და “უაკაია”.აღსანიშნავია,რომ მისი მატყლი ექვსჯერ უფრო თბილია,ვიდრე ცხვრისა და ამასთანავე წყალგაუმტარობითაც გამოირჩევა.ამიტომ მისი მატყლის გამოყენება დღესაც აქტიურად მიმდინარეობს არა მარტო ადგილობრივ მოსახლეობაში (სადაც ისინი გავრცელებული არიან),არამედ ექსპორტზეც დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს. (ავტორი გენია.ჯი)