ჟურნალი “Life” – “ეპიზოდი”

მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული ჟურნალი – “Life”,პირველად გამოიცა 1936 წელს.პირველივე ნომრის გარეკანზე კი გამოსახულ იქნა,ჟურნალის პირველი ნომრის გამოცემამდე სულ ცოტაოდენი ხნით ადრე დაბადებული,ახალშობილი ბავშვის სურათი,რომლის ზემოთაც იყო გაკეთებული დიდი წარწერა – “Life Begins!”,რაც თარგმანით – “ცხოვრება იწყება”-ს აღნიშნავს.სურათზე გამოსახული ბავშვის სახელი და გვარი გახლდათ – ჯორჯ სტორი,რომელიც მოგვიანებით ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი გახდა.ჟურნალის პირველი ნომრის შედგომ ნომრებში,პერიოდულად იწერებოდა ყოველი მნიშვნელოვანი დეტალი ჯორჯ სტორის ცხოვრებისა.ეს ეხებოდა ბაღის,სკოლის თუ სტუდენტური ასაკის საინტერესო მოვლენებს.სტატიებში ასევე მოყვანილი იყო ჯორჯის დაქორწინება,ბავშვების შეძენა,კარიერული წინსვლა,პენსიაზე გასვლა და ასე შემდეგ.(ავტორი გენია.ჯი) 2000 წელს ჟურნალმა ოფიციალური განცხადება გააკეთა მისი დახურვის შესახებ,ხოლო იმავე წლის ივნისში,64 წლის ასაკში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა – ჯორჯ სტორი.ჟურნალის “Life” უკანასკნელი ნომრის გარეკანზე დიდი ასოებით ეწერა – “A Life Ends…”,რაც თარგმანით “ცხოვრება მთავრდება”-ს აღნიშნავს.ეს უკანასკნელი სათაური,ისევე როგორც ჟურნალის საწყისი სათაური,სიმბოლურად ჟურნალის დასაწყისისა და დასასრულის მანიშნებელ,ცნობილ “ფრაზებად” იქცა. (ავტორი გენია.ჯი)