ნესტორ-კაკა
ნესტორ-კაკა - ლათინურად “Nestor Meridionalis”,მოიხსენიებენ ასევე,როგორც “ახალზელანდიური კაკა”.იგი გახლავთ თუთიყუშისებრთა ოჯახის ფრინველი,რომლის სიგრძე 45 სანტიმეტრია,ხოლო წონით 550 გრამამდე იზრდებიან.შეფერილობით ძირითადად მუქი-მოყავისფროები არიან.თავი ნაცრისფერი აქვთ,ხოლო ნისკარტი კი ნაცრისფერი.მათი გავრცელების ძირითადი ადგილი ახალი ზელანდიის კუნძულებია. (ავტორი გენია.ჯი) ბინადრობენ მთის მასივებში,ძირითადად წიფლის მასივებში და მათი ნახვა შესაძლებელია ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლემდე.ასევე ხშირად “სტუმრობენ” ბაღებსა და პარკებს.დღის განმავლობაში ძირითადად ხშირი ხეების ფოთლებში იმალებიან და მიწაზე იშვიათად ჩამოდიან ხოლმე.აქტიური ცხოვრების წესს მისდევენ შებინდებისას.იკვებებიან ხილის ნაყოფით,მცენარეთა ფოთლებით,სოკოებით,ყვავილებითა და მცირე ზომის უხერხემლოებით.ენა ძალიან ჩამოჰგავს “ფუნჯს”,რისი მეშვეობითაც ყვავილებიდან შესწევთ უნარი ნექტარის ამოღებისა. (ავტორი გენია.ჯი) გამრავლების სეზონი სექტემბრიდან მარტამდე გრძელდება და ბუდეს ხეებზე სამი მეტრის სიმაღლემდე იკეთებენ.დებენ ოთხ კვერცხს და 21 დღეში იჩეკებიან პატარები,თუმცა აღსანიშნავია,რომ ბუდიდან ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ორი პატარა ახერხებს ფრენას,რადგან ორი პატარა იღუპება.70 დღის შემდეგ ისინი ტოვებენ აღნიშნულ ბუდეს და სხვაგან იწყებენ ბინადრობას.მათი რაოდენობა დღითი დღე იკლებს,რადგან ადგილობრივი მოსახლეობე (მაორები),მათზე საკვები ხორცის გამო ნადირობენ.სულ ბუნებაში ნესტორ-კაკას ორი სახეობაა გავრცელებული: “Nestor meridionalis meridionalis” და “Nestor meridionalis septrentrionalis”.მისი მესამე სახეობა “Nestor (meridionalis) productus” კი 1851 წელს საბოლოოდ იქნა გადაშენებული. (ავტორი გენია.ჯი)