“აფაჯატოს მთა”
“აფაჯატოს მთა” - მდებარეობს აფრიკის კონტინენტზე,კერძოდ: ხოხოეს რაიონში (ვოლტას რეგიონი) განას რესპუბლიკის ტერიტორიაზე,რომლის სიახლოვესაც განლაგებულია ორი სოფელი,სახელწოდებით: ლიატი-ვოტე და გბლედი.აღნიშნული მთის სახელწოდება ადგილობრივთა ენაზე ითარგმნება,როგორც “ტყესთან ომი” და ამის მიზეზი გახლავთ ის,რომ “აფაჯატოს მთის ფერდობებზე იზრდება ზოგიერთი ისეთი სახის მცენარეები,რომლებიც იწვევენ ადამიანებსი კანის დაავადებებს. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად ადგილობრივი მოსახლეობა,ყოველთვის ცდაშია ასეთი მცენარეები გაანადგუროს,თუმცა დღევანდელობამდე აღნიშნული მისია ვერ განხორციელდა.მთის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 885 მეტრს შეადგენს და აღსანიშნავია,რომ “აფაჯატოს მთის” მწვერვალი ყველაზე მაღალი წერტილია განის რესპუბლიკისა.იგი აღმოსავლეთის მხრიდან,ახლოს მდებარეობს ვოლტას ცნობილ წყალსატევთან (ტოგოს საზღვართან).გეოლოგიური თვალსაზრისით იგი განეკუთვნება “ატაკორას” მთათა სისტემას.”აფაჯატოს მთაზე” მდებარეობს რამდენიმე ჩანჩქერი რაც მის ულამაზეს ბუნებას კიდევ უფრო ლამაზს ხდის. (ავტორი გენია.ჯი)