“აშტამუდის ტბა”
“აშტამუდის ტბა” - მდებარეობს ინდოეთის შტატ კერალაში,რომელიც მდებარეობს ამ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით.ტბის საერთო ფართობი შეადგენს 61.4 კვადრატული კილომეტრს.აღნიშნული ტბა სიდიდით მეორე ტბაა კერალის შტატის ტერიტორიაზე.მიუხედავად ტბის ფართობის სიდიდისა,მისი სიღრმე არც თუ ისე დიდია და მაქსიმალური სიღრმე მხოლოდ 6.4 მეტრს შეადგენს. (ავტორი გენია.ჯი) იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 10 მეტრ სიმაღლეზე.წყლის მოცულობა შეადგენს 76 კუბურ კილომეტრს.მასში ჩაედინება მდინარე კალადა,ხოლო მის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს კუნძული მარნო.აღნიშნული ტბა მდიდარია სარეწაო თევზით და იგი ისევე,როგორც სხვა წყალსატევები კერალის რეგიონისა,ცნობილია “ჰაუსბოტებით” (მცურავი სახლები).ადგილობრივი მოსახლეობის უმთავრესს საქმიანობას მეთევზეობა წარმოადგენს,რითაც მდიდარია კიდეც “აშტამუდის ტბა”. (ავტორი გენია.ჯი)