“მდინარე მარონი”
“მდინარე მარონი” - გახლავთ მდინარე სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე,რომელიც მიედინება სურინამისა და საფრანგეთის გვიანას ტერიტორიებზე და მისი ძირითადი კალაპოტი ერთგვარ სასაზღვრო ზოლს წარმოადგენს ამ ორ ქვეყანას შორის.მდინარე მარონი გახლავთ ატლანტის ოკეანის აუზის მდინარე და სანამ მასში ჩაედინებოდეს იგი ყალიბდება ესტუარად (მდინარის ერთტოტიანი ძაბრისებულად გაფართოებული შესართავი).მისი სიგრძე 520 კილომეტრს შეადგენს.აუზის საერთო ფართობი 65 830 კვადრატული კილომეტრია. (ავტორი გენია.ჯი) სათავეს იგი ტუმუკ-უმაკის მთათა სისტემაში იღებს,ბრაზილიის საზღვართან სიახლოვეს.მისი უმთავრესი შესართავებია: ტაპანაჰონი და ლავა.მისი სანაპიროები ძირითადად შედგება ტროპიკული ჯუნგლებით და შესაბამისად ჰქმნის ულამაზეს ლანდშაფს და მდიდარია წყალქვეშა სამყაროტი.მდინარის 100 კილომეტრი სიგრძე გამოიყენება სანაოსნოდ და მასზე აგებულია პორტები: სენ-ლორან-დიუ-მარონი (საფრანგეთის გვიანა) და ალბინა (სურინამი).აღსანიშნავია,რომ მდინარე მარონის შუა ნაწილში დღემდე მიმდინარეობს “ოქროს” მოპოვება. (ავტორი გენია.ჯი)