“თინგი”
“თინგი” სკანდინავიურად “ting” - წარმოადგენდა ძველსკანდინავიურ და ძველგერმანული სამთავროებში “კრებას”,რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ზემოთ აღნიშნული ქვეყნებისა თუ ოლქების “თავისუფალ მამაკაცებს” (არ დაიშვებოდნენ მანდილოსნები,ან მონები).“თინგს გააჩნდა” ძალიან დიდი უფლებები და ის არა მარტო ქვეყნის “საკანონმდებლო” ფუნქციის როლს თამაშობდა,არამედ გააჩნდა უფლება აერჩია ბელადები და თვით მეფეებიც კი. (ავტორი გენია.ჯი) ისეთმა სკანდინავიურმა მმართველობის ორგანომ,როგორიც “თინგი” იყო,გავლენა იქონია იმ დროინდელ ინგლისის ჩრდილოეთ ნაწილსა და კუნძულ მენზე (თანამედროვე – “გაერთიანებული სამეფოს” თვითმართველი ტერიტორია).ასევე ცნობილია,რომ ანალოგიური ორგანო სლავურ ქვეყნებში გახლდათ “ვეჩე”.სკანდინავიური ქვეყნების პარლამენტის სახელწოდებებში,დღესაც გვხვდება “თინგის” სახელი,მაგალითად: დანიური ერთპალატიანი პარლამენტის სახელწოდებაა “ფოლკეთინგი”,ისლანდიური პარლამენტის “ალთინგი”,ხოლო ნორვეგიის პარლამენტის კი “სტორთინგი”.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ისლანდიური პარლამენტი “ალთინგი”,მსოფლიოში დღემდე შემორჩენილ საკანონმდებლო ორგანოებს შორის უძველესია,აღნიშნული ორგანო ისლანდიაში პირველად 930 წელს შეიკრიბა. (ავტორი გენია.ჯი)