“თორმეტი წელიწადი გალიაში”
ჩინეთის პროვინცია ძიანსიშის სოფელ შანგვანში,42 წლის ვუ იანჰონგი,რაც არ უნდა გასაოცარი იყოს,საკუთარ მშობლებს უკვე 12 წელიწადია,თავიანთივე შექმნილ რკინის გალიაში ჰყავთ გამომწყვდეული.მიზეზი კი ამ საოცარი ფაქტისა მდგომარეობს შემდეგში: 2001 წელს ვუ იანჰონგმა მოკლა 13 წლის თანასოფლელი მოზარდი.მკვლელობის შემდეგ იგი დააკავეს და ციხეში 1 წლის ყოფნის შემდეგ,სასამართლომ როგორც “შეურაცხადი” გაანთავისუფლა პატიმრობიდან.ციხიდან განთავისუფლებული ვუ,თავის სოფელში დაბრუნდა,რამაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდი პროტესტი გამოიწვია.(ავტორი გენია.ჯი) ვუს 74 წლის დედამ – ვუნ მუსიანმა,შესანიშნავად უწყოდა თავისი ვაჟის შეურაცხადობის შესახებ და ისიც კარგად უწყოდა,რომ საზოგადოებისათვის იგი დიდი საფრთხის მატარებელი იყო.ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანას ვუნის მშობლებმა არჩიეს საკუთარი შვილი სახლში ჰყოლოდათ და სწორედ ამიტომ დაამზადეს რკინის გალია,რომელიც თავიანთივე სახლის სარდაფში განთავსეს.ამის შემდგოგ შვილი გალიაში “შეასახლეს” და უკვე თორმეტი წელიწადია იგი ამავე გალიაში ჰყავთ “დატყვევებული”. (ავტორი გენია.ჯი)