კონსტანტინე სტანისლავსკის “რჩევა-დარიგებიდან”…
“საკუთარი თავის მოტყუების ჯადოსნურ წრეს გამოსავალი არ გააჩნია. მსახიობს თავ-გზას უბნევს და თანდათანობით ითრევს ქებისა და პირფერობის ჭაობი. ყოველთვის იმარჯვებს ის, რაც უფრო გვსიამოვნებს, რისი დაჯერებაც უფრო მეტად გვსურს. იმარჯვებს ჩვენს მომხიბლავ თაყვანისმცემელ ქალთა ქათინაური და არა მცოდნე ადამიანის მწარე ჭეშმარიტება”.
“ახალგაზრდა მსახიობებო! გეშინოდეთ თქვენი თაყვანისმცემელი ქალებისა! ეარშიყეთ მათ, თუ გნებავთ, მაგრამ ნუ დაუწყებთ საუბარს ხელოვნებაზე! თავის დროზე, პირველი ნაბიჯებიდანვე მოისმინეთ, შეიგნეთ და შეიყვარეთ სიმართლე თქვენ შესახებ. ისწავლეთ გარჩევა, ვის შეუძლია სიმართლის თქმა და ასეთ ადამიანებს რაც შეიძლება ბევრი ესაუბრეთ ხელოვნებაზე. იცოდეთ, თქვენთვის უკეთესია, რაც უფრო ხშირად დაგტუქსავენ”. – (ავტორი გენია.ჯი)