“პურის კანონი”
“პურის კანონი” - ინგლისურ ენაზე “Сorn Laws”,მიღებულ იქნა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მიერ 1815 წელს და მოქმედებაში გახლდათ 1846 წლამდე – დიდ ბრიტანეთში.იგი წარმოადგენდა ერთგვარ “სავაჭრო ბარიერს”,რომლის უმთავრესს ფუნქციას წარმოადგენდა ინგლისელი ფერმერების და მემამულეების ინტერესების დაცვა კონკურენციისაგან და კონკურენტებისაგან,სხვა ქვეყნების იაფფასიანი ხორბალის შემოტანასთან დაკავშირებით და ძირითად აქცენტს ადგილობრივ პროდუქტზე აკეთებდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ კანონის თანახმად ფაქტიურად შეწყვეტილ იქნა ინგლისში დიდი სავაჭრო კომპანიების მიერ “ხორბლის იმპორტი”.აღნიშნულ კანონს დღემდე მოიხსენიებენ,როგორც მაგალითს “ბრიტანული მერკანტილიზმისა”.კანონის გაუქმება მოხდა 1846 წელს და იგი უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა “თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების” აღდგენაში ბრიტანეთისა დანარჩენ მსოფლიოსთან.”პურის კანონის” შემოღებამ გააუმჯობესა შემოსავლები დიდი მიწათმფლობელების და არისტოკრატებისა (ავტორი გენია.ჯი) .ამასთანავე აღნიშნულმა კანონმა უზრუნველყო ადგილობრივი მოსახლეობის სოფლის მეურნეობით დაკავება,თუმცა ძლიერ შეზღუდა მოგების ზრდა დიდი სავაჭრო კომპანიებისათვის და გამოიწვია აღნიშნული პროდუქტის დეფიციტი,შესაბამისად ფასების ზრდაც.აღნიშნული კანონი,მიუხედავად ზოგიერთი დადებითი ტენდენციისა,მაინც არაერთი უსიამოვნების მიზეზი გახდა ბრიტანეთის მთავრობისათვის,როგორც საშინაო პოლიტიკაში,ასევე საგარეო სავაჭრო ურთიერთობებში,რის შემდეგაც იგი ბრიტანეთის პარლამენტის მიერვე იქნა გაუქმებული 1864 წელს. (ავტორი გენია.ჯი)