“სახელწოდება ინდონეზიის ისტორიიდან”
“ინდონეზია” - წარმოადგენს ქვეყანას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში.ამ ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს ტოპონიმ “ინდოეთისგან” და ბერძნული ენაზე “Indos Nesos” აღნიშნავს – “ინდოეთის კუნძულებს”.პირველად აღნიშნული სახელწოდება გამოყენებულ იქნა XVIII საუკუნის დასასრულს,თუმცა დოკუმენტალურად ამ სიტყვის შემოღების იდეა ეკუთვნის ბრიტანელ ეთნოგრაფს – ჯორჯ უინძორს 1850 წელს,რომელისგანაც შემოთავაზებულ იქნა,რომ საერთო სახელი მალაიური არქიპელაგის ეთნოსისათვის ეწოდებინათ “ინდუნეზები”,მანამდე ამ ეთნოსებს მოიხსენიებდნენ,როგორც “მალაიუნეზები”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა ტერმინმა დამკვიდრება ვერ შეძლო და მოგვიანებით ინგლისელმა ჯეიმს რიჩარდსონ ლოგანმა,პირველად ისტორიაში თავის ნაშრომებში გამოიყენა ტოპონიმი “ინდონეზია”,როგორც სინონიმი,რომელიც გამოიყენა “ინდოეთის არქიპელაგის” აღსანიშნავად.დიდმა გერმანელმა ეთნოგრაფმა და ფილოსოფოსმა – ადოლფ ბასტიანმა (1826-1905 წლები),გამოაქვეყნა მონოგრაფია,სახელწოდებით “ინდონეზია ანუ მალაიური არქიპელაგის კუნძულები”.აღნიშნულ მონოგრაფიაში გამოყენებულმა სიტყვა “ინდონეზიამ”,ფართო გავრცელება ჰპოვა ნიდერლანდებში და ნიდერლანდების ოსტ-ინდოეთში,”ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის” დროს კოლონიალიზმის წინააღმდეგ – XX საუკუნის დასაწყისში.1913 წელს აღნიშნული მოძრაობის აქტიურმა წევრმა და ჟურნალისტმა – სუვარდი სურიანინგრატმა,ნიდერლანდებში დააარსა სააგენტო,სახელწოდებით “ინდონეზიის პრეს-ბიურო”.საერთაშორისო საზოგადოებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სახელწოდება “ინდონეზია” ფართოდ ცნობილი გახდა,მხოლოდ 1928 წლის 27-28 ოქტომბრის “ახალგაზრდული ეროვნულ-განმათავისუფლებელი კონგრესის” მსვლელობისას,როდესაც შესრულებულ იქნა,პირველად ისტორიაში “ინდონეზიის ეროვნული ჰიმნი” – “დიადი ინდონეზია”. (ავტორი გენია.ჯი)