“მაჰადჯანაპადები”

“მაჰადჯანაპადები” - სანსკრიტულ ენიდან ითრგმნება,როგორც “დიადი ქვეყნები”.ბუდისტური წყაროების მიხედვით,ასე მოიხსენიებდნენ ქვეყნებს,რომლებიც მდებარეობდნენ ინდოსტანის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთით.“მაჰადჯანაპადას” ცნება,თავდაპირველად მომდინარეობდა – ჯანაპადასაგან,რომლებიც წარმოადგენდნენ ხალხს,მაცხოვრებელს ზემოთ აღნიშნული ტერიტორიისა ძვ.წ.აღ-ით 600 წელს და რომელთაც მოგვიანებით ერთიანი კავშირი შექმნეს.ბუდისტური წყაროების მიხედვით სულ 16 “მაჰადჯანაპადა” იყო, (ავტორი გენია.ჯი) რომლებიც “ბუდას” დაბადებამდე არსებობდნენ და ცნობილი ბუდისტური ტექსტების – “ანგუატარა-ნიკაიას” მიხედვით ამ 16 “მაჰადჯანაპადებში”,მოიხსენიებდნენ იმ ეპოქის შემდეგ ქვეყნებს:

 
1. კაში.
2. კოსალა.
3. ანგა.
4. მაგადჰა.
5. ვაჯი (ან შესაძლოა – ვრიჯი).
6. ჩედი.
7. ვათსა.
8. კურუ.
9. პაჩალა.
10. მაჩჰა.
11. შურასენა.
12. ასაკა.
13. ავანთი.
14. განჯჰარა.
15. კამბოჯა.
16. მალა.
 
აღსანიშნავია,რომ “ჩულა-ნირდეშა” – “მაჰადჯანაპადათა” შორის მოიხსენიებს კიდევ ერთ ქვეყანას,სახელწოდებით: “კალინგა” (უძველესი ქვეყანა ინდოეთის აღმოსავლეთით).აღნიშნული სიის სისწორეს ამტკიცებს არა მარტო უძველესი ბუდისტური წყაროები,არამედ “ჯაინისტური” ხელნაწერებიც. (ავტორი გენია.ჯი)