იაკოპო ამიგონი
იაკოპო ამიგონი - დაიბადა 1675 წელს იტალიის ულამაზეს ქალაქ ვენეციაში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდესს იტალიელ მხატვარს ისტორიული და პორტრეტული ჟანრისა.სახვითი ხელოვნებისადმი მისწრაფება ბავშვობიდანვე თან სდევდა და მისი შემოქმედებით “აკვანი” მშობლიურ ქალაქ ვენეციაში დაირწა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ვენეციაში შექმნა მისი პირველი ტილოები,რის შემდეგაც ევროპაში მიემგზავრება,რა დროსაც საკმაოდ დიდხანს მოუწია მოგზაურობა და იქვე ხვეწავს მის შემოქმედებას.მის მიერ შექმნილი პორტრეტული ჟანრით უმალ ინტერესდებიან ევროპის “წარჩინებული საზოგადოება” და მას უამრავი შეკვეტაც მისდიოდა.ამ მოგზაურობის პერიოდში,რამდენიმე ხნით რჩება საფრანგეტში,სადაც “კურფიურუსტ” (საღვთო რომის იმპერიის მთავრები,რომელთაც XIII საუკუნიდან მიენიჭათ იმპერატორის არჩევის უფლება) – მაქსიმილიან II-ის სასახლის კარზე.1729 წელს მიემგზავრება დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში,ხოლო 1747 წელს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში,სადაც სიკვდილამდე რჩება კიდეც.იქვე ესპანეთის მეფის ფერდინანდ VI-ის დავალებით და შეკვეთით,ასრულებს ტილოს სახელწოდებით: “წმინდა ოჯახი”,რომელმაც უდიდესი აღიარება მოუტანა მხატვარს. (ავტორი გენია.ჯი) იაკოპო ამიგონი გარდაიცვალა 1752 წელს მადრიდში,სადაც დაკრძალულ იქნა კიდეც.მისი შემოქმედების ნაწილი დღემდეა შემორჩენილი და წარმოდგენილი “შლაიჰაიმის სასახლეში” (მიუნხენთან ახლოს).ამასთანავე იაკოპოს გენიალური ქმნილებები წარმოდგენილია მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებსა და გალერეებში.ცნობილია ისიც,რომ მისი ტილოები ინახება რამდენიმე კერძო კოლექციაშიც.იაკოპო ამიგონის ნახატთა გარკვეული ნაწილი,დაკარგულ იქნა “მეორე მსოფლიო ომის” პერიოდში და ღემდე ვერ იქნა აღმოჩენილი. (ავტორი გენია.ჯი)