“ვორპსვედეს მხატვართა კოლონია”

“ვორპსვედეს მხატვართა კოლონია” - გერმანულად ”Kunstlerkolonie Worpswede”,დაარსებულ იქნა 1889 წელს და იგი წარმოადგენდა მხატვართა გაერთიანებას,რომლებიც ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ ულამაზესს სოფელ ვორპსვედეში,ქალაქ ბრემენიდან 18 კილომეტრის დაცილებით (ქვემო საქსონიაში – გერმანია).აღსანიშნავია,რომ აღნიშნულმა სახვითი ხელოვნების გაერთიანებამ,უდიდესი ინტერესი დაიმსახურა მხატვრების და ხელოვანი ადამიანებისა,რის შედეგადაც სოფელი ვორპსვედე,ცნობილი გერმანელი “იმპრესიონისტი” და “ექსპრესიონისტი” მხატვრების უსაყვარლეს ადგილად იქცა.1889 წელს აქ ჩამოდიან საცხოვრებლად “ვორპსვედეს მხატვართა კოლონიის” დამაარსებლები,ცნობილი გერმანელი მხატვარი – ფრიც მაკენზენი (1866-1953 წლები),დიდი გერმანელი მხატვარი – ჰანს ამ ენდე (1864-1918 წლები) და გამოჩენილი გერმანელი მხატვარ-პეიზაჟისტი ოტო მოდერზონი (1865-1943 წლები). (ავტორი გენია.ჯი) 1893 წელს მათ შეუერთდათ დიდი გერმანელი მხატვარი – ფრიც ოვერბეკი (1869-1909 წლები).შემდგომ წლებშიც ამ ულამაზესს სოფელში სხვადასხვა მხატვრები დასახლდნენ და იგი ერთგვარ “გერმანული სამხატვრო ხელოვნების ცენტრადაც” იქცა,რომელიც არა ერთმა მხატვარმა ასახა თავის ტილოზე. (ავტორი გენია.ჯი) 1895 წელს ვორპსვედეში მოდერნის სტილში ააგო სახლი – ჰენრიხ ფოგელერმა და სახელად უწოდა “ბარკენჰოფი”,მალევე სწორედ ეს სახლი იქცა მხატვრების უსაყვარლეს თავშეყრის ადგილად.სოფელი იმდენად პოპულარული გახდა გერმანიაში,რომ მას სტუმრობდნენ მწერლები და სხვადასხვა დარგის ხელოვანები.დღესდღეობით სოფელ ვორპსვედეს თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავს და იქ იმართება გამოფენები ადგილობრივ გალერეებში,ასევე აქვეა შესანიშნავი ბაღი,სადაც განლაგებულია სხვადასხვა მხატვარ-მოქანდაკეთა მიერ შექმნილი ულამაზესი სკულპტურები.”ვორპსვედეს მხატვართა კოლონია” კი სამუდამოდ დამკვიდრდა გერმანული სახვითი ხელოვნების ისტორიაში,როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მხატვართა მიერ დაარსებული ჯგუფი. (ავტორი გენია.ჯი)