“შავი წერტილი – სუფთა ფურცელზე”
ერთ-ერთ სკოლაში,მასწავლებელმა მოსწავლეებს წარუდგინა სრულიად ცარიელი (სუფთა) ფურცელი,რომელზეც გამოსახული გახლდათ მხოლოდ ერთადერთი მუქი შავი ფერის მქონე წერტილი.მას შემდეგ რაც,მასწავლებელმა მოსწავლეებს ზემოთ აღნიშნული ფურცელი აჩვენა,დასვა შეკითხვა:
” – რას ხედავთ?
ერთმა მოსწავლემ შეკითხვაზე უპასუხა:
- “წერტილს”.
მეორე მოსწავლემ:
- “შავ წერტილს”.
ხოლო მესამე მოსწავლემ:
” – დიდ შავ წერტილს”.
პასუხების მოსმენის შემდეგ მასწავლებელმა მოსწავლეებს მიმართა:
” – თქვენ შეხედეთ და შეამჩნიეთ ფურცელზე მხოლოდ შავი წერტილი,მაშინ როდესაც არცერთ თქვეთაგანს არ შეუმჩნევია მის ირგვლივ,ფურცელზე გამეფებული თეთრი და სუფთა ფონი. (ავტორი გენია.ჯი) უნდა გავითვალისწინოთ,რომ სწორედ ამავე მეთოდით განვსჯით ყოველი ჩვენთაგანი – ადამიანებს,რომლებშიც ყველაზე დიდ ყურადღებას მხოლოდ წერტილისოდენა ნაკლოვანებებს ვუთმობთ და არ ვითვალისწინებთ,იმ უზარმაზარ სუფთა ფურცელს,რომელიც სიმბოლურად გამოხატავს ამა თუ იმ ადამიანის დადებით მხარეს,რომლითაც წესით და რიგით უნდა შევაფასოთ ისინი.საერთო ჯამში კი,ზოგადად,ასევე ვაფასებთ ცხოვრებასაც”. (ავტორი გენია.ჯი)