უგო რაფაელ ჩავეს ფრიასის “ბიოგრაფიიდან”
უგო რაფაელ ჩავეს ფრიასი (1954-2013 წლები) – წარმოადგენდა იმ ბოლივარული რევოლუციის ლიდერსა და ვენესუელის პრეზიდენტს,რომელიც საკმაოდ ოდიოზური მმართველობის სტილით გამოირჩეოდა.სანამ ჩავესი ქვეყნის მართვის სადავეებს ხელში აიღებდა (1999 წელი),მანამდე 1992 წლის 4 თებერვალს მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო კოლონები ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში შევიდა.ამავე დროს ამბოხებულებმა განაცხადეს,რომ ისინი ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლას არ მოითხოვდნენ და მათი ერთადერთი მიზანი მხოლოდ ვენესუელის დამფუძნებელი ასამბლეის რეორგანიზაცია იყო. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ჩავესმა იმავე დღეს დაყარა იარაღი და ხელისუფლებას ჩაბარდა.გარდა ამისა ყველა განვითარებულ მოვლენაზე სრული პასუხისმგებლობაც საკუთარ თავზე აიღო.ჩავესის დაკავების ოპერაცია ვენესუელის საზოგადოებრივი არხის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.იმ პერიოდისათვის ჩავესის სამხედრო ჩინი პოდ-პოლკოვნიკი გახლდათ.მიუხედავად იმისა,რომ ჩავესის “დანებება” ბევრმა მისმა თანამებრძოლმა დაგმო,მან მაინც უდიდესი პოპულარობა მოიპოვა მოსახლეობაში,რადგან საჯაროდ განაცხადა,რომ ქვეყანას თავიდან ააცილა ძმათაშორის სისხლისღვრა.ამასთანავე მოუწოდა თავის მომხრეებს,გაეგრძელებინათ ბრძოლა,თუმცა ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე.გარდა ჩავესისა დაკავებულ იქნენ მისი თანამებრძოლებიც.საბოლოო ჯამში უგო ჩავესი პატიმრობიდან 2 წელიწადში განთავისუფლდა. 1999 წლის 2 თებერვლიდან კი ვენესუელის პრეზიდენტი გახდა.აღნიშნული პოსტი ჩავესს მისსავე გარდაცვალებამდე (2013 წლის 5 მარტამდე) ეკავა. (ავტორი გენია.ჯი)