ულრიხ ფონ ჰუტენი – “რომის” შესახებ…
დიდი გერმანელი ჰუმანისტი,განმანათლებელი,”ბნელი ადამიანების წერილების” ავტორი და მოწინავე აზრის მამაცი რაინდი - ულრიხ ფონ ჰუტენი (1488-1523 წლები),რომის შესახებ საკმაოდ საინტერესო თეზისებს აყალიბებდა:
“სამი საშუალებით იმორჩილებს რომი ყველას და ყველაფერს: ძალადობით,ცბიერებით და თვალთმაქცობით; სამი ხერხია იმისათვის,რომ უცხო ქვეყნებიდან ოქრო მოედინებოდეს: ინდულგენციებით ვაჭრობა,გამოუცხადებელი ომი თურქებთან და პაპის ლეგატების ძალაუფლება ბარბაროსულ ქვეყნებში; სამ რამეს საქმიანობენ მუდამდღე რომში,თუმცა ბოლომდე არაფერი არ სრულდება: სულთა ხსნა,დაქცეულ ტაძართა განახლება და თურქეთის ლაშქრობა; სამ რამეზე არ შეიძლება სიტყვის დაძვრა: პაპზე,ინდულგენციებზე და უღმერთობაზე… სამი რამ სურს ყველას რომში: მოკლე წირვა,ოქრო და ტკბილი ცხოვრება; სამი რამ გამოარჩევს რომს: პაპი,ძველი შენობები და ანგარება”.