იეილი
იეილი – ინგლისურ ენაზე “Yale”,ევროპულ მითოლოგიაში წარმოადგენდა მითიურ არსებას,რომელიც ერთგვარად ჩამოჰგავდა ანტილოპის ან შესაძლოა ჯიხვს,რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებით დიდი რქებით (რის მეშვეობითაც მას შეეძლო ნებისმიერი მიმართულებით ორიენტაციის აღება,თავის დაცვა საფრთხისაგან),გრძელი კუდითა და მასიურად ძლიერი ფეხებით.როგორც ზოგიერთი ძველი წყარო მოწმობს,მისი გამოჩენა ევროპულ მითოლოგიაში,გამოიწვია ინდური კამეჩის აღწერილობამ.სახელწოდება კი ებრაული “იაელი”-საგან მომდინარეობს,რაც თარგმანით “მთის ჯიხვს” აღნიშნავს. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად იეილი მოხსენიებულ იქნა,დიდი რომაელი ბუნებისმეტყველი ფილოსოფოსის – პლინიუს უფროსის (ახ.წ.აღ-ით 23-79 წლები),წიგნში – “ბუნების ისტორია”.შუასაუკუნეებში იგი აღწერილ იქნა სხვადასხვა ზოოლოგიურ გამოცემებში და ასევე ასახულ იქნა ჰერალდიკაშიც,კერძოდ ინგლისის მეფის ჰენრიხ VII-ეს დედის ეკატერინე ვალუას საგვარეულო გერბზე.გარდა ამისა,იეილის გამოსახვა-გამოქანდაკებამ ფართოდ მოიკიდა ფეხი შუასაუკუნეების ევროპულ არქიტექტურაშიც.თანამედროვე პერიოდში იეილი კვლავაც ჰერალდიკური სახით არის გამოყენებული. (ავტორი გენია.ჯი)