პეტარ ბლაგოჟევიჩი – (ვამპირი სერბეთიდან)
პეტარ ბლაგოჟევიჩი - რომლის შესახებაც დღემდე სერბეთში უამრავი ლეგენდა და მითი არსებობს,ცხოვრობდა სერბეთის ერთ-ერთ პატარა დასახლებაში,XVII საუკუნეში.იგი სიცოცხლეში,სხვებისაგან არაფრით გამორჩეული პიროვნება გახლდათ და ისევე აღესრულა,როგორც სხვა უამრავი ადამიანი აღსრულებულა.თუმცა ყოველივე საოცარი და საშინელი ისტორიები,მისი გარდაცვალებიდან ათი კვირის შემდგომ დაიწყო.ამ პერიოდის გასვლიდან მალევე იმ პატარა დასახლებაში,სადაც პეტარი ცხოვრობდა ცხრა ადამიანი,ყველასათვის უცნობი და საშინელი დაავადებით დაიღუპა. (ავტორი გენია.ჯი) ყოველი მათგანი კი გარდაცვალებამდე ერთსა და იმავე ფაქტებს აცხადებდნენ.კერძოდ იმას,რომ თითოეულ მათგანს ძილში თან სდევდა საშინელი არსება,რომელიც ძალიან ჩამოჰგავდა პეტარ ბლაგოჟევიჩს.გარდა ამისა,მალევე ასეთი ფაქტების შესახებ საუბარი დაიწყო,თავად პეტარის ვაჟმა,რომელმაც განაცხადა,რომ საკუთარი გარდაცვლილი მამა,გვიან ღამით სამზარეულოში ნახა,რა დროსაც მან შვილს საკვები თხოვა.აღნიშნული ისტორიის მოყოლიდან სამ დღეში ბლაგოჟევიჩის ვაჟიც აღესრულა.შიშისაგან დაზაფრულმა პეტარის მეუღლემ,ოჯახიდან გაქცევა გადაწყვიტა,რაც სისრულეში მოიყვანა კიდეც,თუმცა ძილში მასაც არ აძლევდა მოსვენებას პეტარი,რომელიც მეუღლისაგან რამდენიმე წყვილ ფეხსაცმელს ითხოვდა.იმ დასახლებაში სადაც პეტარი ცხოვრობდა,მოსახლეობის დასამშვიდებლად სერბეთის რეგულარული არმიის ჯარისკაცები გადაისროლეს,რათა ადგილობრივების სიმშვიდე დაეცვათ.მიუხედავად ამისა,მათ მოსახლეობის დაშოშმინება ვერ მოახერხეს და მათ ნებას დამორჩილდნენ,რის შემდეგაც პეტარ ბლაგოჟევიჩის საფლავის გახსნა და მისი ცხედრის ჰექსუმირება განხორციელდა.თვითმხილველთა გადმოცემების თანახმად,როდესაც საფლავი გახსნეს,ყველასდა გასაოცრად მისი საშინლად დამახინჯებული ცხედარი სუნთქავდა,ხოლო გახელილი თვალები,რომელიც უაზროდ მოძრაობდა,სისხლისფრად უელავდა.ყოველივე ამის შემდგომ მას გულში პალო ჩასცეს,რა დროსაც სხეულიდან სისხლი წამოვიდა.წამებში კი მის სხეულს ცეცხლი წაეკიდა და უმალვე ფერფლად იქცა,ისევე როგორც მრავალ ვამპირებზე გადაღებულ კინოფილმებში გვინახავს.აღნიშნული ისტორიის შემდეგ დასახლებაში ადამიანთა უცნაური გარდაცვალების შემთხვევები შეწყდა,თუმცა სერბეთში – პეტარ ბლაგოჟევიჩის ისტორიის გახსენება,კვლავაც შიშსა და თრთოლვას იწვევს ადგილობრივ მოსახლეობაში. (ავტორი გენია.ჯი)