დალაი-ლამას მოსაზრება…
“ჩემი აზრით,ამქვეყნად ტანჯვას ერთი მიზეზი აქვს.ესაა უცოდინარობა.შევეცდები,უკეთ ავხსნა.ადამიანები ისწრაფვიან საკუთარი ბედნიერებისაკენ,კმაყოფილებისკენ და, ამავე დროს,ტკივილს აყენებენ სხვებს.მათ არ იციან,რომ ჭეშმარიტი ბედნიერება შინაგან სიმშვიდეს,შინაგან კმაყოფილებას მოაქვს,რომლებსაც,თავის მხრივ,საკუთარ თავში ალტრუიზმის,სიყვარულის,თანაგრძნობის,გულმოწყალების გრძნობის განვითარებით,რისხვისგან,ეგოიზმისგან,სიხარბისგან გათავისუფლებით მოიპოვებ. (ავტორი გენია.ჯი) ზოგს შეიძლება ეს გულუბრყვილო მსჯელობად მოეჩვენოს,მაგრამ მათ შევახსენებდი,რომ ქვეყნიერების რომელ კუთხეშიც არ უნდა ვცხოვრობდეთ,ჩვენ,ადამიანები,არსებითად,ერთნი ვართ.ყველანი მივისწრაფვით ბედნიერებისაკენ და გავურბივართ ტანჯვას.ჩვენ ერთი და იგივე მოთხოვნილებები გვაქვს,ერთნაირი საწუხარი და დარდი.გარდა ამისა,გვინდა თავისუფლება,უფლება,თვითონვე განვაგებდეთ საკუთარ ცხოვრებას.ასეთია ადამიანის ბუნება.ზემოთქმულის დადასტურება კი ის დიდი ცვლილებებია,რომლებმაც მთელი მსოფლიო მოიცვა,აღმოსავლეთ ევროპიდან დაწყებული,აფრიკით დამთავრებული.ამავე დროს,პრობლემებს,რომლებსაც დღეს ვაწყდებით (შეიარაღებული კონფლიქტები,ბუნების განადგურება,ნგრევა,სიღარიბე,შიმშილი და ასე შემდეგ),ძირითადად,თავად ადამიანები ქმნიან.ეს პრობლემები,შეიძლება ისევ მათვე მოაგვარონ,თუკი შეიქმნება ურთიერთგაგების ატმოსფერო,თუკი ადამიანი არ დაივიწყებს,რომ მეორე ადამიანი მისთვის “უცხო”,”სხვა” კი არა,ძმაა.ეს,რომ მოხდეს,მათ უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ,იმ პლანეტის მიმართ,რომელზეც ვცხოვრობთ.ეს სწორედ ის საყოველთაო პასუხისმგებლობაა,რომელსაც სიკეთე,სხვისი ტკივილის გაზიარების უნარი ასაზრდოებს.როგორც ბუდისტი,მივიჩნევ,რომ ჩემი რელიგია ხელს უწყობს სიყვარულისა და გულმოწყალების ჩასახვას ადამიანში,მაგრამ მიმაჩნია,რომ ყველა რელიგია,არსებითად,ერთ მიზანს ისახავს – გააღვივოს სიკეთის ნაპერწკალი ადამიანში და სიხარული,ბედნიერება მოუტანოს ყველას.ეს მისწრაფებები ახასიათებს როგორც რელიგიურ,ისევე არარელიგიურ ადამიანებს.(ავტორი გენია.ჯი) ჩვენს ცხოვრებაზე მეცნიერების მზარდი ზეგავლენის პირობებში,რელიგიასა და სულიერებას დიდი როლი ეკისრება,რადგან ისინი ჰუმანურობის შესახებ შეგვახსენებენ.რელიგიასა და მეცნიერებას შორის წინააღმდეგობა არ არსებობს.ერთი მეორის წვდომაში გვეხმარება და პირიქით”. (ავტორი გენია.ჯი)