ილია ჭავჭავაძის ნააზრევი…
“რაკი ის დიდებული ქართველობის აზრი,ის საყოველთაო სახელი გონებიდან გამოგვეცალა,ჩვენი გონება დაიფუყა,სულით და ხორცით დავკუწმაწდით,გონება ჩვენი როგორც ყოველივე საგანი,რომელიც დაიფუყება,შეგვივიწროვდა,დაგვისუსტდა და, რასაკვირველია,ვერაფერს ფართოსა და დიდ აზრს ვეღარ დაიტევდა და ვერ ზიდავდა.ამ მიზეზით ყოველივე აზრი,ფიქრი,სურვილი,გრძნობა დაგვინამცეცდა,გონებრივად,ზნეობრივად დავპატარავდით,მას აქეთ,რასაც კი ხელი მოვკიდეთ,ვეღარ მოვერივენით,რასაც კი გონების თვალით დავაკვირდით,გონებაში ვერ დავიტიეთ; ავიღეთ ყოველი იგი და დავანაკუწეთ,იმოდენა ნამცეცებად ვაქციეთ,რამოდენის ზიდვასაც თვითეული ჩვენგანის ღონე შესძლებდა,რადგანაც მთელის ზიდვისთვის საერთო მხარი აღარა გვქონდა”. (ავტორი გენია.ჯი)