რეიჩელ დონელსონ რობარდს ჯექსონი
რეიჩელ დონელსონ რობარდს ჯექსონი დაიბადა 1767 წლის 15 ივნისს ნეშვილში,ვირჯინიის შტატი (ამერიკა).იგი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-7 პრეზიდენტის ენდრიუ ჯექსონის (1767-1845 წლები) მეუღლე.ბავშვობიდანვე სილამაზითა და დაუდეგარი ხასიათით გამორჩეული იყო,რის გამოც ყოველთვის ყურადღების ცენტრში რჩებოდა. (ავტორი გენია.ჯი) სანამ ენდრიუ ჯექსონს შეხვდებოდა,მანამდე დაქორწინებული გახლდათ – კაპიტან ლუის რობარდსომზე,რომელიც ეჭვიანობითა და ირაციონალური გონებით იყო გამორჩეული.ამის გამო მათ შორის კონფლიქტები ხშირი იყო.ენდრიუ ჯექსონი ნეშვილში 1788 წელს ჩავიდა და ამ პერიოდში შეხვდა რეიჩელს,რომელიც შეუყვარდა და იცოდა რა მისი ქმართან დაძაბული ურთიერთობის შესახებ,მას სთხოვა გაყროდა,რის შემდეგაც თავად შეირთავდა ცოლად.რეიჩელი მართლაც დასცილდა მეუღლეს და 1794 წელს ისინი დაქორწინდნენ. (ავტორი გენია.ჯი) 1828 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ენდრიუ დადანაშაულებულ იქნა მისი მოწინააღმდეგის ჯონ კუინსი ადამსის მიერ “პოლიანდიობაში” (ჯგუფური ქორწინების იშვიატი გადმონაშთი,როდესაც ერთ ქალს რამდენიმე ქმარი ჰყავს ან პირიქიტ ერთ მამაკაც ჰყავს რამდენიმე ცოლი).ამ მოვლენიდან მალევე 1828 წლის 22 დეკემბერს რეიჩელ დონელსონ რობარდს ჯექსონი გარდაიცვალა ისე,რომ “პირველი ლედის” ტიტული არ მინიჭებია,რადგან არჩევნებში გამარჯვების შემდგომ,საპრეზიდენტო მოღვაწეობა ენდრიუ ჯექსონმა 1829 წელს დაიწყო.მეუღლის საფლავზე ენდრიუმ გააკეთა ეპიტაფია,რომელზეც ეწერა: