თეოდორ რუზველტის მოსაზრებები…
1. „ნებისმიერი ადამიანის წარმატების უმთავრესი ფორმულა, ადამიანებთან მოქცევის წესის ცოდნაა”.
* * *
2. „დიად ერად” ჩვენ გვქმნის არა სიმდიდრე, არამედ მისი სწორად გამოყენება”.
* * *
3. „აღზარდო ადამიანი „ინტელექტუალურად” და არ აღზარდო იგი „ზნეობრივად” – ნიშნავს იმას, რომ საფრთხე გაუზარდო საზოგადოებას”.
* * *
4. „მე შემიძლია ვმართო ამერიკის შეერთებული შტატები და ვმართო ჩემი ქალიშვილი ეილისი, თუმცა უნდა გამოგიტყდეთ, რომ ორივეს ერთად მართვა ჩემთვის წარმოუდგენელია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
5. „ჯანმრთელი სხეული ლამაზია; ჯანმრთელი სული კიდევ უფრო ლამაზი; თუმცა უმთავრესი ისევე, როგორც ადამიანისათვის, ასევე მთელი ერისათვის იმ ღირსების ფლობაა, რაც მამაკაცს მამაკაცად აქცევს, ხოლო მანდილოსანს – მანდილოსნად”. – (ავტორი გენია.ჯი)