კენეთ დევიდ კაუნდა – “ეპიზოდი”
კენეთ დევიდ კაუნდა დაიბადა 1924 წლის 28 აპრილს ჩინსალში (ჩრდილოეთ როდეზია,ზამბია).იგი გახლავთ პირველი პრეზიდენტი (აღნიშნული პოსტი ეკავა 1964 წლიდან – 1991 წლამდე) და პრემიერ-მინისტრი აფრიკული სახელმწიფოს ზამბიის.მან ზამბიაში ჩამოაყალიბა,ეგრეთწოდებული “აფრიკული სოციალიზმი და შექმნა ერთპარტიული სახელმწიფო,სადაც მთელი ძალაუფლება მის ხელში იყო თავმოყრილი. (ავტორი გენია.ჯი) ქვეყნის ოფიციალურ იდეოლოგიად აქცია: “ზამბიური ჰუმანიზმი”.ამასთანავე ქვეყანაში დააწესა “კაუნდას პიროვნების კულტი”.მისი ბიოგრაფიიდან ცნობილია,რომ ზამბიის განმათავისუფლებელ ბრძოლაში ერთ-ერთი მეწინავე გახლდათ და როდესაც ინტერვიუში ამ საკითხის ირგვლივ დაუსვეს შეკითხვა,პასუხი ასეთი გასცა:
“ჩემს ბედნიერებას ბრძოლაში ვხედავ.სწორედ ამაში მდგომარეობს ჩემი ძალა და შესაძლებლობები.ჩვენ ვიბრძოდით კოლონიალიზმის წინააღმდეგ და მოვიპოვეთ თავისუფლება.ეხლა კი ვიბრძვით იმისათვის,რომ სხვა ხალხებმაც მოიპოვონ იგი და მხარს ვუჭერთ მათ სწრაფვას თავისუფლებისაკენ,დედამიწის რომელ კუთხეშიც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი.ის ვინც იბრძვის თავისუფლებისათვის და სამართლიანობისათვის შესაძლოა ჰქონდეთ ჩემი ქვეყნის იმედი”. (ავტორი გენია.ჯი)