ავთანდილ მახარაძე
ავთანდილ ივანეს ძე მახარაძე - დაიბადა 1943 წლის 16 აგვისტოს ქალაქ ბათუმში.იგი გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მსახიობი,რომლის მიერ ნათამაშევმა როლებმა (თუნდაც უარყოფითმა გმირებმა),განუმეორებელი შთაბეჭდილება დატოვა კინომოყვარულებში.მას 1987 წელს მიენიჭა “საქართველოს სახალხო არტისტის” საპატიო წოდება.სამსახიობო ნიჭი ავთანდილს ბავშვობიდანვე თან სდევდა,რამაც მისი შემოქმედებითი გზის გაკვალვაში უდიდესი როლი ითამაშა.1965 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის,სამსახიობო ფაკულტეტს და ამავე წელს გადაღებულ იქნა კინოალმანახში. 9ავტორი გენია.ჯი) 1966 წლიდან კი მოღვაწეობას იწყებს,საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო “შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში”,სადაც ასრულებს სხვადასხვა როლებს,რომლებიც იმთავითვე მისი სამსახიობო ნიჭის გამონათებად იქნა მიჩნეული.მიუხედავად იმისა,რომ იგი თეატრში მოღვაწეობდა,ფართო ასპარეზი მაინც კინოში ჰპოვა და 1973 წელს,გადაღებულ იქნა ქართულ მხატვრულ ფილმში “ლაზარეს თავგადასავალი”,სადაც ბრმის როლი შესარულა შესანიშნავად.1980 წელს გადაღებულ ინქ ცნობილ ქართულ ფილმში “მიზანი”,1981 წელს კი ფილმში “გზა შინისაკენ”.აქვე აღსანიშნავია ისიც,რომ ავთანდილმა რუსთაველის ტეატრში ითამაშა ისეთ დიდ სპექტაკლებში,როგორებიც იყო: “მეფე ლირი” 1987 წელს და “ცხოვრება სიზმარია”.მისი სამსახიობო ნიჭის სრული გამოვლინება კი გახლავთ 1984 წელს,გენიალური ქართველი რეჟისორის თენგიზ აბულაძის მიერ გადაღებული უნიკალური ფილმი “მონანიება”,სადაც მან ერთბაშად ორი როლი შესარულა: ვარლამ არავიძისა და აბელ არავიძის.აღნიშნულ ფილმში,მიუხედავად იმისა,რომ მისი გმირები უარყოფითი პერსონაჟები გახლდნენ,მან მაინც უდიდესი აღიარება ჰპოვა,როგორც დიდმა მსახიობმა.1987 წეს ფილმმა “კანის საერთაშორისო ფეტივალზე” – “გრან-პრი” მიიღო.ამავე წელს ფილმმა ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა “ნიკას” კინოფესტივალზე.1991 წელს ვახტანგმა მონაწილეობა მიიღო ფილმში “რჩეული”,2003 წელს წელს,ფილმში “შავი ლაქა”,2012 წელ კი ფილმში “ყველა წავიდა”. (ავტორი გენია.ჯი) ვახტანგ მახარაძეს მინიჭებული აქვს სხვადასხვა ქვეყნის პრემიები და ჯილდოები,ხოლო ქართველი მაყურებლისათვის იგი ერთ-ერთ დიდ მსახოიბად არის მიჩნეული და სრულიად დამსახურებულად არის “საქართველოს სახალხო არტისტი”. (ავტორი გენია.ჯი)
ავთანდილ მახარაძე ფილმში – “მონანიება”
ავთანდილ მახარაძე ფილმში – “გზა შინისაკენ”
ავთანდილ მახარაძე ფილმში – “ჩიტების გადაფრენა”