“კიმბანგიზმი”

“კიმბანგიზმი” - გახლავთ კონგოლეზური პროტესტანტული დენომინაცია,რომლის მნიშვნელობაც გამოითქმის,როგორც: “იესო ქრისტეს ეკლესია დედამიწაზე,დაფუძნებული მისი სპეციალური წარმომადგენლის – სიმონა კიმბანგუს მიერ”.იგი დაარსებულ იქნა 1921 წლის 6 აპრილს,”ბაპტისტი” მქადაგებლის – სიმონ კიმბანგუს მიერ (1887-1951 წლები).”კიმბანგისტური ეკლესია” – ბელგიურ კონგოში,ოფიციალურად აღიარებულ იქნა ბელგიელ კოლონიზატორთა მთავრობის მიერ 1959 წელს. (ავტორი გენია.ჯი) მისი დაფუძნების უმთავრეს მოტივს წარმოადგენდა “პურიტანული ეთიკა” და იგი კრძალავდა: ძალადობას,მრავალცოლიანობას,ჯადოქრობას,ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებას.კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაში “კიმბანგიზმმა” თავი დაიმკვიდრა ლოზუნგით: “კონგო კონგოელებისათვის”,რომელიც ერთგვარი დევიზიც კი გახდა შემდგომში “კოლონიალისტების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში”. (ავტორი გენია.ჯი) 1969 წელს “კიმბანგიზმი” ოფიციალურად იქნა მიღებული “მსოფლიო ეკლესიების საბჭოში”.დღესდღეობით კიმბანგუს მიმდევრებად ცნობილია 6 მილიონემდე ადამიანი,რომელთა უდიდესი ნაწილიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მაცხოვრებელია,ხოლო მცირე რაოდენობით ისინი ცხოვრობენ აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებშიც. (ავტორი გენია.ჯი)

“კიმბანგიზმის” ფუძემდებელი – სიმონ კიმბანგუ