ანონი
ანონი - გახლდათ,ძვ.წ.აღ-ით V საუკუნის დიდი კართაგენელი მეზღვაური და მოგზაური,რომლის უმთავრეს მიზანსაც წარმოადგენდა ფინიკიური კოლონიების დაარსება აფრიკის სხვადასხვა რეგიონებში,რამიზნითაც იმოგზაურა ამ კონტინენტის დასავლეთ სანაპიროებზე.მან 60 გემის საშუალებით,რომლებზეც 30 000-მდე მებრძოლი იყო განთავსებული,გადავიდა მაროკოს სანაპიროებზე და დააარსა კოლონია თანამედროვე რაბატის ტერიტორიაზე (მაროკოს დღევანდელი დედაქალაქი),ცნობილია ისიც,რომ ანონის მეშვეობით ამ ტერიტორიაზე აგებულ იქნა ტაძარიც. (ავტორი გენია.ჯი) საერთო მოცულობით ანონმა მაროკოს სანაპიროებზე ხუთი ქალაქს ჩაუყარა საფუძველი,მათ შორის ,ქალაქ აგადირს. (ავტორი გენია.ჯი) რამდენად შორს წავიდა ანონის ექსპედიცია აფრიკის დასავლეთით უცნობია,თუმცა ცნობილია ის,რომ მან მიაღწია გამბიისა და სიერა-ლეონეს სანაპიროებს და არის მოსაზრება,რომ იხილა “კამერუნის ვულკანი” (აქტიური მოქმედების ვულკანი თანამედროვე კამერუნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში).ანონის მოგზაურობა დატანილ იქნა ბაალის ტაძრის კედლებზე კართაგენში.ცნობილი აღმოსავლეთმცოდნის – ილია შიფმანის მოსაზრებით,აღნიშნული წარწერა ერთ-ერთი უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული დოკუმენტი გახლდათ,რომელიც დაწერილ იქნა ბერძნულ ენაზე.ანონის გადმოცემის მიხედვით,სწორედ ის იყო ის ადამიანი,რომელმაც პირველმა აღმოაჩინა და გააგებინა ფართო საზოგადოებას ადამიანისმაგვარი მაიმუნის არსებობა,რომელსაც 1847 წელს ამერიკელმა მისიონერმა ტომას სევიჯმა “გორილა” უწოდა.ანონმა უდიდესი როლი ითამაშა აფრიკის კონტინენტის მანამდე უცნობი ტერიტორიების აღმოჩენაში,რითაც სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი,მსოფლიოს სხვა ცნობილი გეოგრაფებისა თუ მოგზაურების გვერდით. (ავტორი გენია.ჯი)