ყველაზე ძვირადღირებული თაფლი – “Life Mel Honey”
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ “თაფლად”,მიჩნეულია - “Life Mel Honey”-ს მარკის ქვეშ,ინგლისში გამომავალი ნაწარმი,რომელიც უნივერმაღების ქსელის “ჰაროდსის” თაროებზე იყიდება.ამ მარკის თაფლის 120 გრამიანი ქილა 40 ფუნტი-სტერლინგი ღირს და უბრალო არითემატიკური გამოთვლებითაც კი გასაგები გახდება,რომ 40 ლიტრა აღნიშნული თაფლის რეალიზებით,სრულიად შესაძლებელია,საკმაოდ კარგი ფირმის ახალი ავტომობილის შეძენა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული პროქუტის წარმოაება ისრაელში მიმდინარეობს და მის შესაქმნელად მეცნიერებს 13 წლის თავდაუზოგავი შრომა დასჭირდათ.რუსმა სწავლულმა – ალექსანდრე გოროშინმა,რომელიც საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა, ჯერ კიდევ XX საუკუნის 70-იან წლებში დაინტერესდა იმით,რომ მოეძებნა ისეთი მცენარეები,რომელსაც ფუტკარი დაეტანებოდა,რის შედეგადაც შეიქმნებოდა ისეთი ხარისხის “თაფლი”,რომელიც განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით გამორჩეული იქნებოდა.90-იან წლებში ისრაელში ემიგრირების შემდგომ,ადგილობრივ ისრაელელ კოლეგებთან ერთად,მართლაც მოსძებნა ის მცენარეები,რომლისგანაც შესანიშნავი სამკურნალო თვისებების მქონე “თაფლის პროდუქტი” მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ ამ მცენარეებს შორის არის ისეტი მცენარეები,როგორებიც არიან: ეკლოვანი ელეუტეროკოკი (მოიხსენიებენ,როგორც ციმბირელი ქალი),ექინაცეა და სხვა ბალახოვანი მცენარეები.ასეთი მცენარეებით გამოკვებილი ფუტკრისგან კი მიიღეს თაფლი,რომელიც ძლიერ უხდება ცენტრალურ ნერვული სისტემის აღდგენას,სტიმულირებას,ფიზიკური ფორმების აღდგენას,გონებრივ შესაძლებლობებსა და ამაღლებს იმუნიტეტს.”Life Mel Honey” წარმოადგენს აბსოლუტურად ნატურალურ პროდუქტს და მეცნიერების მიერ მასში ვერ იქნა აღმოჩენილი,თუნდაც ერთი ხელოვნური დანამატი.მას მიირთმევენ მცირე დოზით,კერძოდ ერთ ჩაის კოვზს დილით და ღამით (ძილის წინ).აღსანიშნავია,რომ აღნიშნული თაფლი არა მარტო “უბრალო” მოსახლეობისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ საყვარელ პროდუქტს,არამედ “ჰოლივუდის” ვარსკვლავების უსაყვარლე პროდუქტადაცაა მიჩნეული.მისი დადებითი თვისებების გამო მას მოიხსენიებენ,როგორც: “ღვთაებრივი ნექტარი”. (ავტორი გენია.ჯი)