ალმა-ტადემა ლოურენსი

ალმა-ტადემა ლოურენსი დაიბადა 1836 წლის 8 იანვარს დრონრეიპში (თანამედროვე ნიდერლანდების ჩრდილოეთი).იგი წარმოადგენდა ნიდერლანდური წარმომავლობის ერთ-ერთ უდიდესს ინგლისელ ფერმწერს,რომელმაც სახელი გაითქვა ისტორიული და მითოლოგიური სიუჟეტების შესანიშნავი ნამუშევრებით.განსაკუთრებით კი ძველ-რომაული იმპერიის “დაცემის” სცენებით.ლოურენსის მამა პიტერ ტადემა ნოტარიუსი გახლდათ,ხოლო ოჯახში მის გარდა კიდევ ექვსი დედმამიშვილი ცხოვრობდა. (ავტორი გენია.ჯი) სახელი ალმა და ტადემა მას მისმა ნათლიმამამ უწოდა.1852-1858 წლებში სწავლობდა ანტვერპენის (ბელგია) სახვითი ხელოვნების აკადემიაში,სადაც მისი მასწავლებელი გახლდათ დიდი ბელგიელი “რომანტიზმის ლიდერი” მხატვარი – იან ავგუსტ ჰენდრიკ ლეისი (1815-1869 წლები).1857-1858 წლებში მასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფლამანდრიული ფრესკების შექმნაში “ანტვერპენის რატუშასათვის”. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად ლეისის მსგავსად შუასაუკუნების მოტივების ხატვით იყო დაკავებული,თუმცა როდესაც 1863 წელს აპენინის კუნძულებზე იმოგზაურა,მას შემდეგ ანტიკური ხანის,კლასიკური ნამუშევრების შექმნით დაკავდა.იმისათვის,რომ მხატვარს ზუსტად გადმოეცა ტილოზე ყოველი დეტალი იმ ეპოქისა,აქტიურად ჩაერთო ძველი რომის ისტორიის (პომპეი და ჰერკულანუმი) არქეოლოგიურ გათხრებში.1870 წელს გადადის ლონდონში,სადაც 1873 წელს მიენიჭა დიდი ბრიტანეთის “ქვეშევრდომობა”.მისმა გენიალურმა შემოქმედებამ,მას სიცოცხლეშივე უდიდესი აღიარება მოუტანა.ამის გამო 1899 წელს მიენიჭა “რაინდის” ტიტული და ეწოდა წინსართი “სერი”.აღსანიშნავია,რომ მისი შთამომავლებიც საკმაოდ კარგი მხატვრები იყვნენ,რაშიც მის წვლილსაც ჰხედავენ.1878 წლის პარიზის მსოფლიო გამოფენაზე მისმა ტილომ “ბრინჯაოს მედალი” დაიმსახურა,ხოლო 1886 წლის ბერლინის მსოფლიო გამოფენაზე კი მისი შემოქმედება “ოქროს მედლით” შეფასდა.ალმა-ტადემა ლოურენსი გარდაიცვალა 1912 წლის 25 ივნისს,გერმანიის ქალაქ ვისბადენში,ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად.მის მიერ შესრულებული ტილოები კი დღემდე ამშვენებენ მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებსა და სალონებს. (ავტორი გენია.ჯი)

ლოურენს ალმა-ტადემას შემოქმედება