ვინსენტ ვილემ ვან გოგი – “ეკლესია ოვერში”
“ეკლესია ოვერში” - გახლავთ უდიდესი ნიდერლანდელი ფერმწერისა და მხატვარ-პოსტიმპრესიონისტის - ვინსენტ ვილემ ვან გოგის (1853-1890 წლები),მიერ შესრულებული დიდებული ტილო.1890 წელს,მაშინ როდესაც მხატვარმა დასტოვა სენ-რემი-დე-პროვანსის “ფსიქიატრიული საავადმყოფო”,საცხოვრებლად გადავიდა ოვერში (მდინარე უაზას სანაპიროზე),სადაც გაატარა კიდეც მისი სიცოცხლის უკანასკნელი ორი თვე.ამ პერიოდში მან 70-მდე ტილო შექმნა.მათი უმეტესობა ოვერისა და მისი შემოგარენის ეტიუდები გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის კი ვან გოგმა სურათზე გამოსახა ოვერში მდებარე ეკლესია,რომელიც დიდი ისტორიის მქონე გახლდათ და აგებულ იქნა XIII საუკუნეში გოთიკურ სტილში.ვან გოგის გარდაცვალების შემდეგ,ტილო გადაეცა მის მეგობარს (მოყვარულ-მხატვარს) – პოლ გაშეს,რომელიც ასევე მისი ექიმიც გახლდათ.XX საუკუნის შუა ნახევრამდე იგი გაშეს შთამომავლების კერძო კოლექციაში ინახებოდა,ხოლო 1951 წელს გადაეცა საფრანგეთის ქალაქ ლუვრს,რის შემდეგაც 1981 წელს იგი ლუვრიდან გადატანილ იქნა “ორსეს ხელოვნების მუზეუმს”,სადაც დღემდეა დაცული. (ავტორი გენია.ჯი)