რაჯენდრა პრასადის ბიოგრაფიიდან…
რაჯენდრა პრასადი (1884-1963 წლები),გახლდათ ინდოეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და დამოუკიდებელი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი,რომელიც არჩეულ იქნა 1950 წელს.მისი ბიოგრაფიიდან ცნობილია,რომ 1948 წელს,მას შემდეგ რაც ინდოეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა,იგი ხდება ქვეყნის გენერალ-გუბერნატორი და შემდეგ კანონიერად არჩეული პრეზიდენტი. (ავტორი გენია.ჯი) ამავე პერიოდში გარდაეცვალა “და”,რომელიც მისი ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი და მეგობარი იყო.ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე რამდენჯერმე მოიხადა ციხე,თუმცა ყველა შემთხვევაში მცირე ხნიანი სასჯელებით.იგი ინდოეთის ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტია დღემდე,რომელმაც ესოდენ საპატიო პოსტი,10 წელზე მეტი ხნის ვადით შეინარჩუნა.გარდა იმისა,რომ იგი პრეზიდენტი და სახელმწიფო მოხელე იყო,ამასთანავე საკმაოდ კარგი ნაწარმოებების წერითაც გამოირჩეოდა და საკუთარი “ავტობიოგრაფიის” გარდა,რამდენიმე ნაწარმოების ავტორიცაა. (ავტორი გენია.ჯი) იგი ღია მხარდამჭერი იყო ქვეყანაში “ინდუიზმისა”,თუმცა ასევე ყოველთვის დიდ პატივს მიაგებდა სხვა რელიგიებსა,რითაც ძალიან განსხვავდბოდა,სხვა ინდოელი პოლიტიკური ლიდერებისაგან,მაგალითად: ინდირა განდისგან და ჯავალაჰარ ნერუსაგან.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ მის მიმართ არა,მარტო ინდუისტები იყვნენ კეთილგანწყობილი,არამედ სხვა რელიგიის მქონენიც.რაჯენდრა პრასადი 1962 წელს,თავისივე განცხადების საფუძველზე გადადგა თანამდებობიდან და 1963 წლის 28 თებერვალს ქალაქ პანტაში გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი)