თათია რობიტაშვილი – “საუბარი უფალთან”

ისევ ისე თავხედურად მოსვლას ვბედავ,

ისევ ისე მუხლმოყრილი ვდგავარ შენს წინ,

ცრემლი მახრჩობს,ვეღარაფერს ვეღარ ვხედავ,

რადგან შიგნით გული მტკივა,სული მეწვის.

ვიცი უკვე მერამდენე სიტყვას ვტეხავ,

ვიცი ჩემი ხორცი მუდამ სულს,რომ ებრძვის,

მერამდენედ მოიგო და დაამარცხა,

მე კი ბოდიშს ძველებურად ვეღარ გეტყვი.

იმიტომ,რომ პატიების არ ვარ ღირსი,

სიმართლე ვთქვა,მრცხვენია რომ მაპატიო,

მე ყოველი ცოდვისათვის ვითხოვ დასჯას,

მე მინდა რომ არაფრისთვის არ დამინდო.

მაგრამ რადგან მე შენს იქით ხსნა არა მაქვს,

რადგან გულში ეს სიტყვები მაინც მოდის,

გაგიბედავ უფალო და კიდევ ერთხელ,

მუხლმოდრეკით,ცოდვებისთვის გიხდი ბოდიშს…