კეპელი – (Stelechocarpus burahol)
კეპელი - რომლის ლათინიზირებული სახელი გახლავთ -“Stelechocarpus burahol”,წარმოადგენს ხილისებრთა მცენარეს ანონისებრნთა გვარის,Stelechocarpus-ის სახეობისა.იგი ენდემური სახის მცენარეა და მისი გავრცელების უმთავრეს ბუნებრივ არეალს შეადგენს კუნძული იავა (ინდონეზია – სადაც იგი ზღვის დონიდან 600 მეტრ სიმაღლეზე გვხვდება).გარდა ამისა კეპელი იშვიათად,მაგრამ მაინც კულტივირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში,ავსტრალიის ჩრდილოეთით,ცენტრალურ ამერიკასა და ფლორიდაში.იგი გახლავთ მარადმწვანე მცენარე,რომლის მაქსიმალური სიმაღლე 25 მეტრია.ფოთლები ოვალურ-ლანცეტისებური ფორმის აქვთ,რომელთა სიგრძე 12-30 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე 5-10 სანტიმეტრია.ყვავილები მომცრო ზომის,თეთრი ან წითელი შეფერილობსაა,რომლებიც მცენარის ზედა ტანზე ვითარდებიან.ნაყოფი – კენკრის მაგვარი აქვთ,რომლებიც არა მარტო მცენარის ტოტებზე,არამედ მის ტანზეც გვხვდება.მათი სიგრძე 8 სანტიმეტრამდეა.შეიცავენ მრგვალ ან ოვალურ ფორმას.დაფარული არიან ყავისფერი კანით,რომლის სისქე 1 მილიმეტრს აღწევს.კეპელის ნაყოფი ძალიან არომატული და ტკბილია.ზრდასრულმა კეპელიმ შესაძლოა 1000 ნაყოფიც კი გამოისხას წელიწადში.მისი მწიფე სახით მირთმევა ნედლი სახითაც არის შესაძლებელი.(ავტორი გენია.ჯი) კუნძულ იავაზე აღნიშნულ მცენარეს ჯაკარტის სულთანის მცენარეთა რიგს განაკუთვნებენ.მის ხილის ნაყოფს შეუძლია გამოიწვიოს ქალებში დროებითი უნაყოფობა.გარდა ამისა ნაყოფს ადგილობრივები,უკვე დიდი ხანია კოსმეტიკური და კონტრაცეპტივების ერთ-ერთ საშუალებად იყენებს.დღესდღეობით,ისევე როგორც ტრადიციულად,ცენტრალური იავას მოსახლეობა – “კეპელის ხეს” არისტოკრატული რეპუტაციის მქონე ხედ მოიხსენიებს და მას ფართოდ გამოიყენებს,სხვადასხვა დანიშნულებისამებრ. (ავტორი გენია.ჯი)