ჩინგიზ ყაენის “პორტრეტის” შესახებ…
ჩვენ არ მოგვეპოვება ჩინგიზ ყაენის (1162-1227 წლები),სიცოცხლეში შესრულებული მისი პორტრეტი,თუმცა შემდგომ წლებში არაერთი სურათი დაიხატა და უამრავი გამოსახულება შეიქმნა.სხვა დამპყრობლებისაგან განსხვავებით,ჩინგიზ ყაენი არასდროს იძლეოდა უფლებას,გამოესახათ მისი პორტრეტი ტილოზე,ქვაზე ან მონეტაზე.თანამედროვეთა მიერ დატოვებული მისი სიტყვიერი აღწერილობა ბუნდოვანი და ნაკლებად ინფორმაციულია. (ავტორი გენია.ჯი) ჩინგიზ ყაენისადმი მიძღვნილი თანამედროვე მონღოლური სიმღერის ტექსტში არის ასეთი სიტყვები – “ვცდილობთ,შენი სახე წარმოვიდგინოთ,მაგრამ თვალები მას ვერ ხედავენ”.
რაკი პორტრეტები თუ მონღოლური ჩანაწერები არ არსებობს,მსოფლიოს შეუძლია ისეთად წარმოადგინოს ჩინგიზ ყაენი,როგორადაც სურს.მისი გარდაცვალების შემდეგ ნახევარი საუკუნე ვერავინ გაბედა ჩინგიზის პორტრეტის დახატვა,მოგვიანებით კი ყველა კულტურამ ყაენის თავისებური სახე შექმნა.ჩინელები ხატავდნენ კეთილ,თხელ-წვერა მოხუცს არაფრისმთქმელი თვალებით,რომელიც უფრო დაბნეულ ბრძენს ჰგავდა,ვიდრე სასტიკ მონღოლ მებრძოლს.სპარსულ მინიატურებზე ის ტახტზე მჯდომ თურქ სულთანს ჰგავს.ევროპელებმა შექმნეს ტიპური ბარბაროსის სახე სასტიკი გამომეტყველებით,ბოროტი მზერითა და გონჯი ნაკვეთებით.მიუხედავად ყოველივესი,ჩინგიზი დარჩა ისტორიაში,როგორც ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი,რომლის სახის შექმნა,ისეთივე ლეგენდად იქცა,როგორც მისი განვლილი ცხოვრება. (ავტორი გენია.ჯი)