ვახტანგ ნინუა

ვახტანგ დავითის ძე ნინუა დაიბადა 1916 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.იგი გახლდათ შესანიშნავი ქართველი მსახიობი,რომლის კინოროლებმაც დაიპყრო ქართველი კინომოყვარულების გულები,მისმა შემოქმედებამ კი უდიდესი როლი ითამაშა ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში.თავდაპირველად ვახტანგმა სწავლა ბათუმის მანქანატმშენებლობის ტექნიკუმში დაიწყო,თუმცა მისი მოწოდება უფრო მსახიობობისაკენ სწრაფვა იყო და ჩააბარა თბილისის კინოსტუდიის სამსახიობო სკოლაში,რომელიც 1941 წელს დაამთავრა. (ავტორი გენია.ჯი) მისი სამსახიობო ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ქართველ კინორეჟისორებს და 1939 წელს გადაიღეს ფილმში “დაგვიანებული სასიძო”.ამავე წელს ტიტიკოს როლს თამაშობს კინოფილმ “სამშობლო”-ში და ამის შემდგომ მონაწილეობას იღებს,იმ პერიოდის თითქმის ყველა საუკეთესო ქართულ ფილმებში,სადაც მისი ბუნებიდან გამომდინარე,ისეთი როლების შესრულება უწევდა,რომელიც ერთგვარი სიბრალულისა და პატივისცემით მსჭვალავდა მაყურებელს. (ავტორი გენია.ჯი) 1948 წელს მოღვაწეობას იწყებს “კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში”,რომლის მსახიობიც იგი სიცოცხლის ბოლომდე რჩება.მონაწილეობა მიიღო ისეთ შესანიშნავ ქართულ ფილმებში,როგორებიცაა: “ბედნიერი შეხვედრა”,”ოთარაანთ ქვრივი”,”უდიპლომო სასიძო”,”რაც გინახავს ვეღარ ნახავ”,”ყვარყვარე” და სხვა გენიალური ქართული ფილმები.მის მიერ განსახიერებული კინოროლები კი უდიდესი ესთეტიური სიამოვნების მიმნიჭებელი გახდა ქართველი მაყურებლისათვის.მან მონაწილეობა მიიღო ასევე რუსულ მხატვრულ ფილმში “ორი ოკეანის საიდუმლო”,სადაც პროფესორის როლი შეასრულა.1958 წელს მიენიჭა “საქართველოს დამსახურებული არტისტის” წოდება,ხოლო 1967 წელს კი “საქართველოს სახალხო არტისტის” წოდებასაც ანიჭებენ.ვახტანგმა მისი მოღვაწეობის პერიოდში ითამაშა 34 ქართულ კინო-ფილმსა და უამრავ სპექტაკლში.მისი უკანასკნელი კინოროლი 1978 წელს,იყო დევი აბაშიძის მიერ გადაღებული,გენიალური ფილმში “ყვარყვარე”,რის შემდეგაც ვახტანგს კინოროლი აღარ შეუსრულებია.ვახტანგ ნინუა გარდაიცვალა 1982 წლის 1 იანვარს თბილისში.მისი შესანიშნავი შემოქმედება და სახელი,როგორც ერთ-ერთი უდიდესი მსახიობისა,ყოველთვის დარჩება ქართველი ხალხის გულებში. (ავტორი გენია.ჯი)

“ორი ოკეანის საიდუმლო”

“უდიპლომო სასიძო”

“შეხვედრა წარსულთან”

“ოთარაანთ ქვრივი”