“ბუდაპეშტის უნივერსიტეტი”
“ბუდაპეშტის უნივერსიტეტი” - რომელსაც მიანიჭეს დიდი უნგრელი ფიზიკოსისა და უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტის – ლორანდ ეტვიოშის სახელი (1848-1919 წლები),გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო და უდიდესი საგანმანათლებლო ცენტრი უნგრეთისა.იგი წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი,ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის “უტრეხტის ქსელში”,შემავალ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.თავდაპირველად დაარსებულ იქნა 1635 წელს ქალაქ ტრნავაში (თანამედროვე სლოვაკეთი),ცნობილი უნგრელი კარდინალის,ფილოსოფოსისა და ორატორის – პეტერ პაზმანის მიერ (1570-1637 წლები) და იქ განთავსებული იყო ორი ფაკულტეტი: “თავისუფალი ხელოვნების” და “თეოლოგიის”.1667 წელს მათ დაემატა “იურიდიული ფაკულტეტი”. (ავტორი გენია.ჯი) 1777 წელს უნივერსიტეტი,ტრნავადან გადატანილ იქნა უნგრეთის დედაქალაქის ბუდაპეშტის დასავლეთ “ბუდა”-ს ნაწილში,ხოლო 1784 წელს ამავე ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში “პეშტში”.1844 წლამდე “ბუდაპეშტის უნივერსიტეტში”,სწავლა მიმდინარეობდა ლათინურ ენაზე და მასში მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლები სწავლობდნენ.1895 წელს კი მასში სწავლის უფლება მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვისაც იქნა დაშვებული.1921-1950 წლებში,იგი ატარებდა მისი დამაარსებლის – პეტერ პაზმანის სახელს,თუმცა 1950 წელს მას – ლორანდ ეტვიოშის,სახელი ეწოდა.დღევანდელ დღეს მასში 30 000-მდე სტუდენტი სწავლობს,რომელთაც ცოდნას უღრმავებს 1500 უნგრეთის საუკეთესო პედაგოგები და შეისწავლება აბსოლუტურად ყველა მეცნიერება.გააჩნია ერთ-ერთი საუკეთესო ბიბლიოთეკა უნგრეთში.აღნიშნული სასწავლებლის ცნობილ კურსდამთავრებულთა შორის არიან,ისეთი ცნობილი ადამიენბი,როგორებიცაა: უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტალ იოჟეფი,მწერალი – ბელა ბალაში,ასტრონომი – დასლო დეტრე,დიდი ფიზიკოსი – ლორანდ ეტვიოში და სხვა ცნობილი მეცნიერები.”ბუდაპეშტის უნივერსიტეტი” ფღემდე რჩება,ამ ქვეყნის,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების “მექად”. (ავტორი გენია.ჯი)