“ინტუიტივიზმი”

“ინტუიტივიზმი” - გახლავთ იდეალისტური მიმართულება ფილოსოფიაში,რომელიც ინტუიციაში ხედავს შემეცნების ერთადერთ უტყუარ საშუალებას და წარმოადგენს ირაციონალიზმის სახესხვაობას,რომელიც უპირისპირდება დიალექტური მატერიალიზმის ფილოსოფიას.“ინუტივიტიზმი” თავდაპირველად წარმოიშვა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე და იგი შესაძლოა დაიყოს ორ მიმართულებად.პირველი მიმართულება შემოტანილ იქნა,XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი ფილოსოფოსის – ანრი ბერგსონის,მიერ (1859-1941 წლები) და რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო ინტუიციისა და ინტელექტის ურთიერთდაპირისპირება. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ფილოსოფია უფრო ახლოს იდგა “ცხოვრების ფილოსოფიასთან” (ირაციონალური მიმდინარეობა ევროპული ფილოსოფიისა).მეორე მიმართულება ჩამოყალიბებულ იქნა რუსი ფილოსოფოსის – ნიკოლოზ ლოსკის მიერ (1870-1965 წლები),იმ განსხვავებით,რომ ინტუიციასა და ინტელექტს იგი ერთმანეთს არ უპირისპირებდა და პირიქით,ცდილობდა ისინი ერთმანეთთან დაეკავშირებინა,როგორც საშუალება ადამიანის შემეცნებისა.მომდევნო ათწლეულებში “ინტუიტივიზმი” ფართოდ იქნა დამკვიდრებული ფილოსოფიაში და განსაკუთრებული გავრცელება ჰპოვა ინგლისში,სადაც მისი უმთავრესი დოგმების თვალსაჩინო წარმომადგენლები გახლდათ: ჯორჯ მური,ჩარლზ ბროდი,დევიდ როსი და ალფრედ იუნგი. (ავტორი გენია.ჯი)