ჯაგდიშ ჩანდრა ბოშეს ბიოგრაფიიდან…
ჯაგდიშ ჩანდრა ბოშე (1858-1937 წლები),გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ინდოელი (ბენგალური წარმომავლობის) მეცნიერ-ენციკლოპედისტი,ფიზიკოსი,ბიოლოგი,ბიოფიზიკოსი,არქეოლოგი და მწერალი-ფანტასტი.იგი წარმოადგენდა ერთ იმ მეცნიერთაგანს,რომელიც იკვლევდა რადიოსა და მიკროტალღურ ოპტიკას.დააარსა ფონდები ექსპერიმენტალური მეცნიერებისათვის ინდოეთის სუბკონტინენტზე.აღსანიშნავია,რომ ჯაგიშ ჩანდრა ბოშე გახლდათ ის მეცნიერი,რომელმაც შექმნა “უსადენო რადიო” და აღნიშნული ფაქტი დადასტურებული აქვთ ამერიკული რადიოელექრონიკისა და ელექტროტექნიკის ინსტირუტების სპეციალისტებს. (ავტორი გენია.ჯი) ამასთანავე მას მოიხსენიებენ,როგორც “მამას ბენგალური სამეცნიერო ფანტასტიკისა”.1904 წელს გახდა პირველი “ინდუსი” მეცნიერი და პიროვნება,რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში,მისცეს უფლება დაეპატენტებინა “ელექტრონული ველის დეტექტორი”. (ავტორი გენია.ჯი) ისწავლა ისეთ ცნობილ უმაღლეს სასწავლებლებში,როგორებიც იყო “კალკუტის საპრეზიდენტო კოლეჯი”,”კემბრიჯი” და “ლონდონის უნივერსიტეტი”,სადაც მას ასწავლიდნენ უდიდესი მეცნიერები და პედაგოგები: ლორდ რელეი,მაიკლ ფოსტერი,ჯეიმს დიუარი და სხვები.მისმა უდიდესმა სამეცნიერო მიღწევებმა,”ნობელის პრემიის” ლაურეატს,დიდი ინგლისელ ფიზიკოსს – ნევილ ფრანსის მოტს,ათქმევინა: “ჯაგდიშ ჩანდრა ბოშემ,დროს გაუსწრო და სულ მცირე 60 წლითო”.ამერიკაში (მისი სურვილის საწინააღმდეგოდ),1901 წლის 30 სექტემბერს შეტანილ იქნა განცხადება “ელექტრონული ველის დეტექტორის” პატენტის თაობაზე და დადებითი პასუხი გამოცემულ იქნა 1904 წლის 29 მარტს.ამ მოვლენის შესახებ “დოქტორმა” რამამუსიმ ერთ-ერთ სემინარზე განაცხადა: