“დოქსოგრაფია”

“დოქსოგრაფია” - ბერძნულად “დოქსო” გამოხატავს – აზრს,წარმოდგენას,ხოლო “გრაფია” კი – ჩანაწერს,გადმოცემას.იგი წარმოადგენს გვიანდელი ხანის ავტორების ნამუშევრებს,სადაც გადმოცემულია აზრები და თვალსაზრისები,შემუშავებული უძველესი ეპოქების ფილოსოფოსების და მეცნიერების მიერ.აღნიშნული ტერმინი თავდაპირველად შემოტანილ იქნა,დიდი გერმანელი ფილოლოგის – ჰერმან დილსის (1848-1922 წლები) მიერ. (ავტორი გენია.ჯი) იმის გამო,რომ ძველი მეციერებებისა და ფილოსოფოსების მიერ შემუშავებული მასალების უმრავლესობა,დაკარგულ იქნა დროსა და სივრცეში,”დოქსოგრაფია” წარმოადგენს ერთადერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს,იმ ავტორთა თვალსაზრისების და ხედვების გადმოცემისა,რომელთაც რაიმე ღირებული კვალი დატოვეს სხვადასხვა მეცნიერებებში. (ავტორი გენია.ჯი) ინფორმაცია მრავალი უძველესი ავტორების ნაშრომებზე,სწორედ “დოქსოგრაფიის”მეშვეობით არის დღევანდელ დღემდე ხელმისაწვდომი.თავად უძველეს ხანაშიც კი – პლატონი და არისტოტელეც,დოქსოგრაფების როლში გამოდიოდნენ,რადგან ისინი სხვა უფრო ადრეული ეპოქების მეცნიერების შესახებ გვაწვდიდნენ ცნობებს.მაგალითად,პლატონის ნაშრომი: “სოკრატეს აპოლოგია”, გადმოცემულია სოკრატეს სიტყვა,წარმოთქმული ძვ.წ.აღ-ით 399 წელს და ასევე მასში არის გადმოცემული შეხედულებები “ანაქსაგორას ფილოსოფიური სკოლის” წარმომადგენელთა ხედვებისა.ასევე,შესაძლოა “დიდ დოქსოგრაფად” მივიჩნიოთ – დიოგენე ლაერტელი,რომელმაც არაერთი,იმ პერიოდის სწავლულის თვალსაზრისი შემოგვინახა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “დოქსოგრაფია” არა მარტო ევროპულ ქვეყნებში იყო ფესვგადგმული,არამედ ისლამურ და ბუდისტურ სამყაროშიც ფართოდ იყო გავრცელებული.”დოქსოგრაფია” დღემდე რჩება ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად გავიგოთ ამა თუ იმ ძველი მეცნიერის ხედვები და თვალსაზრისები სხვადასხვა საკითხების მიმართ. (ავტორი გენია.ჯი)