რუდოლფ (რუდი) ემილ ჰერმან ბრანდტი – “ეპიზოდი”
რუდოლფ (რუდი) ემილ ჰერმან ბრანდტი (1909-1948 წლები),გახლდათ პირადი რეფერენტი,გერმანიის “მესამე რეიხის” რეიხსფიურერის და შინაგან საქმეთა მინისტრის – ჰაინრიხ ლუიტპოლდ ჰიმლერისა.ამასთანავე იგი გახლდათ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიის ხელმძღვანელი,რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ჰიმლერს ახლდა – ამერიკელ გენერალ მონტგომერისთან შეხვედრაზე ბრემერვიორდში,რა დროსაც მასთან ერთად იქნა დაკავებული. (ავტორი გენია.ჯი) რუდოლფი,ჰიმლერის სხვა მხლებლებთან ერთად გადაყვანილ იქნა “ლიუნებურგის ბანაკში”,რომელიც გათვლილი იყო სამოქალაქო პირებზე.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ბრანდტი გახლდათ საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობის პატრონი და მისი ორგანიზმი მოითხოვდა “მკაცრ დიეტას”,რომელსაც იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში იცავდა.თუმცა ციხის პირობები ასეთ კვებას არ ითვალისწინებდა და მისი სიცოცხლე აშკარა საფრთხის ქვეშ დადგა.როდესაც მისი მდგომარეობა გამოუვალი გახდა,ციხის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება,რომ მისთვის “სპეციალური” რაციონი შეედგინათ,რათა მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ,რაც სასამართლოს საშუალებას მისცემდა,იგი სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარმსდგარიყო და პასუხი გაეცა ყველა ბრალდებაზე,რასაც მას უყენებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მართლაც,ყველასათვის ცნობილ – “ნიურნბერგის პროცესზე” (1946 წელს),იგი ექიმების ზედამხედველობის ქვეშ წარსდგა აღნიშნული სასამრთლოს წინაშე.მას სასამართლომ წაუყენა და დაუმტკიცა ბრალი “კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის” და “სამხედრო დანაშაულისათვი”,რის გამოც მიესაჯა სიკვდილით დასჯა,რაც 1947 წლის 20 აგვისტოს სისრულეში იქნა მოყვანილი. (ავტორი გენია.ჯი)