არეტა კირენელი
არეტა კირენელი მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში და იგი გახლდათ,დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი ქალი “კირენული სკოლისა” და ქალიშვილი დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსის – არისტიპე კირენელისა.დაიბადა ანტიკური ხანის ბერძნული კოლონიის ქალაქ კირენაში (თანამედროვე ლიბიის ტერიტორია),საკმაოდ განათლებულ და ერუდირებულ ოჯახში.ფილოსოფიის საწყისები მამისაგან შეისწავლა,რომელიც ერთ-ერთი მოსწავლე და მეგობარი გახლდათ გენიალური სოკრატესი. (ავტორი გენია.ჯი) მისმა გონებრივმა შესაძლებლობებმა იგი მალევე აქცია,მამასთან ერთად ცნობილი “კირენის ფილოსოფიური სკოლის” ერთ-ერთ ფუძემდებლად.თავის მხრივ არეტამ განათლება საკუთარ შვილს მისცა,რომელსაც მამის სახელი უწოდა და მოიხსენიებდნენ,როგორც არისტიპე (უმცროსი).ამასთანავე აღსანიშნავია,რომ არისტიპე (უმცროსს),მოიხსენიებდნენ,როგორც “დედის მოსწავლე”.მალევე სწორედ არისტიპე (უმცროსი) იქცევა “კირენული ფილოსოფიური სკოლის” ოფიციალურ დამფუძნებლად და მის ხელმძღვანელად. (ავტორი გენია.ჯი) ანტიკური ხანის ხელნაწერებიდან დღემდე შემორჩენილ იქნა რამდენიმე ეგზემპლარი,სადაც მოთხრობილია არისტიპეს განვლილი და უზრუნველი ცხოვრების შესახებ.ჯონ ზახმი,რომელიც წერდა ფსევდონიმით “მოზანსი”,თავის ნაშრომში: “ქალები მეცნიერებაში”,ირწმუნებოდა,რომ გენიალური იტალიელი მწერალი და პოეტი – ჯოვანი ბოკაჩო,ძლიერ იყო დაინტერესებული არეტას მოღვაწეობით და მას “ფართო მხედველობისა და მრავალმხრივი განათლების მანდილოსნად მოიხსენიებდა”.35 წლის მანძილზე არეტამ შეისწავლა ნატურალური და მორალური ფილოსოფიები,ატიკის სხვადასხვა აკადემიებსა და სკოლებში.დაწერა ორმოცამდე ნაშრომი და მის მოსწავლეებს შორის იყვნენ 110-მდე მომავალი ფილოსოფოსები.მისი საფლავის ეპიტაფიაზე ეწერა,რომ არეტა გახლდათ ისეთივე დიადი,როგორიც თავად ძველი საბერძნეთი იყო და ფლობდა “ღვთაება ელენეს” სილამაზეს,”პენელოპას კეთილშობილებას”,”სოკრატეს სულსა” და “ჰომეროსის ენას”.არეტას ფილოსოფია,თანამედროვე ფილოსოფოსებშიც დიდი ინტერესსა და მოწონებას იწვევს დღემდე. (ავტორი გენია.ჯი)