“ჰიპერპოლიგლოტების” შესახებ…
ამერიკის საგარეო ინსტიტუტის (FSI) მონაცემების თანახმად,მსოფლიოში არსებულ ენათა შორის,ყველაზე ძნელად შესასწავლ ენებს წარმოადგენენ – არაბული,ჩინური,იაპონური და კორეული ენები.მათივე მონაცემების თანახმად,თითოეული ამ ენის შესწავლისათვის ადამიანს საშუალოდ 2 200 აკადემიური საათი სჭირდება (გაკვეთილის ან ლექციის ხანგრძლივობა,რომლებიც 40 ან 45 წუთისაგან შედგება).(ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ბრიტანელი ლინგვისტის – რიჩარდ ჰადსონის კლასიფიკაციის თანახმად – “ჰიპერპოლიგლოტად” მიიჩნევა ის ადამიანი,რომელიც სრულყოფილად ფლობს,მინიმუმ 6 ენას და მეტს.ცნობილია,რომ მსოფლიო ისტორიაში უამრავი პოლიგლოტი ყოფილა ისეთი,რომლებიც თამამად შეიძლება მივიჩნიოთ “ჰიპერპოლიგლოტებად”.ერთ-ერთი თვალნათელი მაგალითი “ჰიპერპოლიგლოტობისა” გახლდათ გამოჩენილი გერმანელი სინოლოგისტი - ემილ კრებსი (1867-1930 წლები),თავისი ცხოვრების 63 წლის მანძილზე 68 ენას დაეუფლა,როგორც ზეპირი,ასევე წერილობითი ფორმებითაც.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ იგი კიდევ 120 ენის დაუფლებას აპირებდა,თუმცა სამწუხაროდ ამაში გარდაცვალებამ შეუშალა ხელი.ამერიკული საგარეო ინსტიტუტის გამოთვლებით,თითოეული ენის შესწავლას მან საშუალოდ 1000 აკადემიური საათი მოანდომა,რამაც საერთო ჯამში 3 125 დღე შეადგინა,რაც 9 წელიწადის დროს მოიცავს.16 წელიწადი ძილში გაატარა,ეს კი მისი ცხოვრების მეოთხედი პერიოდია.თუ კრებსმა ენის შესწავლას 7 წლის ასაკიდან მიჰყო ხელი,გამოდის,რომ ყოველდღიურად იგი სხვადასხვა ენის შესწავლას 4 საათ-ნახევარ დროს უთმობდა.ეს კი მართლაც უზარმაზარი დროა.დღევანდელი მონაცემების თანახმად კრებსს ასივე ენის შესასწავლად დაახლოებით 1 მილიონი დოლარის დახარჯვა დასჭირდებოდა.როდესაც მსოფლიოს უდიდესი “ჰიპერპოლიგლოტი” – ემილ კრებსი გარდაიცვალა,მისი ტვინი შენახულ იქნა კვლევებისათვის,მოყვარული გერმანელი მეცნიერის – ოსკარ ფოგტის მიერ კვლევით ინსტიტუტში.კვლევებმა დადგინეს,რომ კრებსის ტვინი,განსხავდებოდა სხვა ადამიანთა ტვინისაგან,რადგან ტვინის ცენტრში,რომელსაც “ბროკის ცენტრად” მოიხსენიებენ დარღვეული იყო სიმეტრია.სწორედ ამიტომ მისი ტვინი ჩვეულებრივი ნორმებისაგან განსხვავებული გახლდათ.გარდა ემილ კრებსისა მსოფლიოს უდიდეს “ჰიპერპოლიგლოტებს” წარმოადგენდნენ: ჯუზეპე მეცოფანტი (1774-1849 წლები) – იტალიელი კარდინალი,ფლობდა 72 ენას,მათ შორის თავისუფლად ლაპარაკობდა 39 ენაზე; კატო ლომბი (1909-2003 წლები) – უნგრელი თარჯიმანი,ფლობდა 17 ენას და შეეძლო კიდევ 11 ენაზე წაკითხვა; ფრიდრიხ ენგელსი (1820-1895 წლები) – გერმანელი ფილოსოფოსი,ფლობდა 17 ენას და სხვა პოლიგლოტები. (ავტორი გენია.ჯი)