ფაჰრ ად-დინ არ-რაზი წერდა…
ფაჰრ ად-დინ არ-რაზი (1149-1209 წლები),განეკუთვნებოდა იმ იშვიათ,ისლამური რელიგიის მქონე ფილოსოფოსებს,რომლებიც აღიარებდნენ სხვა სამყაროების არსებობას,ჩვენი სამყაროს მიღმა.მისი მოსაზრებით მხოლოდ ერთი სამყაროს არსებობა შეუთავსებელი იყო ყოვლისშემძლე შემოქმედისათვის. (ავტორი გენია.ჯი) თავის ცნობილ წიგნში,სახელწოდებით: “შეუცნობელის გასაღები”,იგი ამ საკითხის ირგვლივ წერდა:
“დადგენილია,რომ ჩვენი სამყაროს მიღმა აბსოლუტური და უსაზღვრო სიცარიელეა.ასევე დადგენილია,რომ ღვთის ძალა აღემატება ნებისმიერი არსების ძალას სამყაროში.ამიტომ,დარწმუნებული ვარ,რომ მის ძალას ძალუძდა შეექმნა ათასობით სამყარო,ჩვენი სამყაროს მიღმა.ვფიქრობ,რომ ისინი უფრო დიდი და მასიურია ვიდრე ჩვენი.შესაბამისად მათ გააჩნიათ ის,რაც გაგვაჩნია ჩვენ: მზე,მიწა,ზეცა,მთვარე და ასე შემდეგ.ფილოსოფოსთა არგუმენტები ერთიანი სამყაროს არსებობის შესახებ ძალიან სუსტია,რადგან ისინი დამყარებულია მყიფე და ბუნდოვან დაშვებულ ნორმებზე”. (ავტორი გენია.ჯი)