ანაქსარქოსის რჩევა “ალექსანდრე მაკედონელს”

ანაქსარქოსი (ძვ.წ.აღ-ით 380-320 წლები),გახლდათ გამოჩენილი ძველბერძენი ფილოსოფოსი და დემოკრიტეს იდეების მიმდევარი,რომელიც წარმოშობით თრაკიიდან იყო.იგი ისტორიაში შევიდა,როგორც მეგობარი და ერთ-ერთი კომპანიონი,დიდი ალექსანდრე მაკედონელისა,რომელიც მას თან ახლდა აზიის დაპყრობის პერიოდში.გამოჩენილი ძველბერძენი ფილოსოფიის ისტორიკოსის – დიოგენე ლაერტელის,მიერ გადმოცემულ იქნა საკმაოდ საინტერესო საუბრის დეტალი ანაქსარქოსსა და ალესანდრეს შორის. (ავტორი გენია.ჯი) მაშინ,როდესაც ალექსანდრემ ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ (რომელიც მისი ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა),მოითხოვა იგი ზევსი ისე ეღიარებინათ,ანაქსარქოსმა საკმაოდ გონივრული რჩევა მისცა მას ამ საკითხის ირგვლივ:

“შეხედე საკუთარ სისხლს.როგორ წარმოგიდგენია,რომ მოკვდავი ადამიანის ძარღვებში – უკვდავი ღმერთების სისხლი სჩქეფდესო”.
ამ რჩევის მიცემის შემდეგ ალექსანდრემ,მართლაც გაითვალისწინა მისი რჩევა და აღნიშნულ იდეაზე ხელი აიღო (მიუხედავად იმისა,რომ ეგვიპტეში იგი ერთ-ერთ ღმერთად მაინც აღიარეს,თუმცა არა თავისი ინიციატივით).ანაქსარქოსი კიპრელი ტირანის – ნიკოკრეონტეს ბრძანების საფუძველზე,სასტიკი წამებით იქნა მოკლული ძვ.წ.აღ-ით 320 წელს,მაშინ როდესაც მისი საუკეთესო მეგობარი – დიდი ალექსანდრე სამი წლის გარდაცვლილი გახლდათ.ციცერონისა და ვალერიუს მაქსიმუსის გადმოცემის მიხედვით იგი ნიკოკრეონტეს მიერ სასტიკ წამებას,დიდი მოთმინებით იტანდა,რაც ტირანს კიდევ უფრო “ახელებდა” და საბოლოოდ ამავე წამებას შეეწირა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)