ლუი პიერ ალტიუსერი – “ეპიზოდი”
ლუი პიერ ალტიუსერი (1918-1990 წლები),გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი ფილოსოფოს-მარქსისტი,თეორიტიკოსი “სტრუქტურალისტური მარქსიზმის” და პროფესორი “პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლისა” (საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო ცენტრი).იგი ასევე ადრეულ წლებში გახლდათ საუკეთესო მოსწავლე დიდი ფრანგი ფილოსოფოსისა და ხელოვნებათმცოდნის – გასტონ ბაშლიარისა. (ავტორი გენია.ჯი) მის პირად ცხოვრებაში 1980 წლის 16 ნოემბერს,მართლაც გამაოგნებელი ფაქტი მოხდა,მაშინ,როდესაც ალტიუსერმა საკუთარ ბინაში დაახრჩო თავისი უსაყვარლესი მეუღლე.გამოძიებას მან მისცა ჩვენება,რომ არაფერი ახსოვდა,რაც სასამართლო ექსპერტიზამ დაადასტურა კიდეც და სამკურნალოდ გადაგზავნილ იქნა “წმინდა ანას” სახელობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში,სადაც სამი წელი გაატარა.საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე მონანიებაში იყო და ამ თემას,მან სამი მისი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი მიუძღვნა,სახელწოდებებით: “ტრაგიკული ავტო-ბიოგრაფია”,”მომავალი გძელდება დიდხანს” და “ფაქტები”,სადაც იგი წერს იმ ავბედითი დღის შესახებ,როდესაც მეუღლე შემოაკვდა “ფსიქოლოგიური აშლილობისას” და შეეცადა აეხსნა მისი უგუნური მოქმედების შედეგები,რომელმაც მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია.აღნიშნულმა ნაშრომებმა კი უდიდესი ინტერესი გამოიწვია მკითხველში და მის მიმართ ერთგვარი თანაგძნობაც კი გამოიწვია,რადგან ყველამ დაასკვნა,რომ ლუი პიერ ალტიუსერს მეუღლე განზრახ არ მოუკლავს და ყოველივე მისი “ფსიქიკური დაავადების” შედეგი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)